x
image
ნოდარ ჯოჯუა
მიხეილ სააკაშვილს 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

imageსაქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თბილისის მერს გიგი უგულავას, იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებისთვის ბრალი წარედგინათ, რომელთაც 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.


"საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითავალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე, "–ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

0
1029
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0