x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა გმირობა ჩაიდინა კატამ, რის გამოც იგი ერთ დღეში მსოფლიომ გაიცნო
Bakersfield-ში კალიფორნიის შტატში 13 მაისს, სამშაბათ დღეს, გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა კატამ, რომელმაც თავისი პატრონი- ყმაწვილი ბიჭუნა მეზობლის ძაღლის კბილებისგან იხსნა. მომხდარი ფაქტი დაფიქსირებული იქნა სათვალთვალო კამერების მიერ და ძაღლის ბიჭუნაზე თავდასხმას ერთ წუთსაც არ მიუღწევია. როგორც ხსენებულია, ინციდენტის მთავარი გმირი კატაა, რომელმაც მედგრად შეუტია თავდამსხმელ ძაღლს და იხსნა ბიჭუნა დაგლეჯვისგან. დაზარალებულის მამამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აკინძა და ატვირთა YouTube-ზე, რომელსაც უკვე ოთხშაბათს 4 მილიონი ნახვა ჰქონდა. აი ასე გაიცნო კატა სახელწოდებით "ტარა" მთელმა მსოფლიომ.


ეხლა კი გთავაზობთ დაწვრილებით ცნობებს ინციდენტთან დაკავშირებულს ფოტოკოლაჟთან ერთად:


4 წლის Jeremy კატაობდა ეზოში თავისი ველოსიპედით, როდესაც მეზობლის 8 თვის, ლაბრადორისა და ჩოუს ნაჯვარი ძაღლი მას თავს დაესხა. ძაღლმა ღრმად ჩაასო ბიჭუნას კბილები მარცხენა ფეხზე და შეეცადა მის ველოსიპეტიდან ჩამოგდებას. თუმცაღა უცებ ირეაგირა ამ ყველაფერზე ჯერემის კატამ- ტარამ, რომელიც უშიშრად გამოუდგა ძაღლს და იხსნა ბიჭუნა დაგლეჯვისგან.


imageimageimageimage




საბედნიეროდ ბავშვს სერიოზული ჭრილობები არ აქვს, ის მშობლებმა მომხდარიდან მალევე აიყვანეს და პირველი სამედიცინო დახმარებაც გაუწიეს, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში მას რამოდენიმე ნაკერი დაადეს ჭრილობაზე.


image





"ტარა ჩემი გმირია"- ამბობს ჯერემი.

image




ესეც გმირი ტარა:

image
image



გთავაზობთ ლინკს, სადაც თითქმის ნახევარ წუთიანი ვიდეოა ინციდენტის ფაქტით: (რატომღაც სისტემამ არ გამიშვა ვიდეოს დართვა სტატიასთან ერთად და კიდევ, ამის გამო დაბლოკვას ნუ შეეცდებით, ეს წესებს არ არღვევს)


http://intermedia.ge/vid/362926-კატამ-ბავშვი-გადაარჩინა/

5
1570
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1570
  
2014, 27 ივლისი, 16:27
რა ვიცი, რამდენჯერ ვცადე და არ ატვირთა და ლინკი დავურთე, ვიდეო ადრე მაქვს ატვირთული და სტატიას გუშინ წავაწყდი რუსულ საიტზე.
2014, 26 ივლისი, 22:31
შენ როგორ გეტყოდი,ავტორს ვუთXარი
2014, 26 ივლისი, 20:36
მაგას მე მეუბნები?
2014, 26 ივლისი, 20:35
მაკ სტატიის განთავსებაზე უნდა დაგეკლიკა,მერე საიტი გამოგერთო,ხელახლა ჩაგერთო და სტატიის რედაქტირება აგერჩია,ჩაგესვა და გამოაქვეყნებდი.სულ მიჭედავს სტატიის წერის დროს,აღარ მადებინებს ფტოებს და ეგრე ვშვები
2014, 26 ივლისი, 18:45
ეგ ამბავი ვიცოდი.ვიდეო მქონდა ნანახი.არცერთი ძაღლი სანდო არ არის.ბავშვიც არ დაინდო და რა გასაკვირია ჩემთვის რომ ეკბინა.:))
0 1 5