x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135685
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
ისტორიების ფუნქცია ადამიანის განვითარებაში

ისტორიები მრავალ ფუნქციას ასრულებენ ადამიანთა ცხოვრებაში: ისინი თავის შექცევისა და გართობის, აღზრდის, გამოცდილების მიღებისა და გაცემის, შთაგონების, მოტივაციის, რაღაცის დაფარვის, ან თუნდაც გამოაშკარავების კარგი საშუალებაა. ამბებმა მორალური გაკვეთილებიც შეიძლება მოგვცენ. ეზოპესა და იესოს იგავები სხვადასხვა სიბრძნის მატარებელია კარგისა და ცუდის, მორალურისა და ამორალურის, ცხოვრებისეული დილემების შესახებ. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ნარატივებს აკისრია, არის პიროვნების ინტეგრაციისა და განკურნების ფუნქცია (Habermas & Bluck, 2000; McAdams 2001, წყაროში McAdams, D. P., 2008).


ნარატივის კონსტრუირება განკურნების თვალსაზრისით, მიზნად ისახავს ინდივიდის იდენტობის დახვეწას, გადატანილი ტრამვის ინტეგრირებას ცხოვრებისეულ ისტორიაში, პიროვნებაში მეტი სინათლის, ცნობიერების შეტანასა და სხვა.


ნარატიული მიდგომის მიხედვით ადამიანი ბუნებით მთხრობელია (ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი, ნარატივებად გარდაქმნას მოვლენები და მნიშვნელობა მიაწეროს ადამიანთა ქმედებებს), რადგან თხრობა, როგორც ჩანს, ჩვენი თავისა და ჩვენი სამყაროს გამოხატვის, სხვებისთვის გაზიარების ფუნდამენტური საშუალებაა (1986, წყაროში McAdams, D. P., 2008). ისტორიები, რომლებსაც ადამიანები ყვებიან საკუთარი გამოცდილებისა და სამყაროს შესახებ, შეიცავს ერთგვარ საკვანძო ელემენტებს მათი იდენტობის გაგებისათვის.


ცხოვრებისეული ისტორიების განვითარებისა და ინტერნალიზაციის გზით ადამიანები აგებენ ცხოვრებისეულ კონსტრუქტებს, რათა შემდგომში მოახდინონ თავიანთი გამოცდილების ინტეგრაცია და უზრუნველყონ მომავალი ცხოვრება გარკვეული ხარისხის მიზნებით, ჰარმონიითა და ინდივიდუალობით.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი მამუკაშვილი
მეგი მამუკაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0