x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135687
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
რეკლამებში გამოყენებული გავლენის ტექნიკები
ადამიანის სოციალური ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ ის, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ემორჩილება გარკვეული სახის გავლენებს. გავლენის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად ითვლება ტელევიზია. განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ქცევაზე ტელესივრცეში არსებული რეკლამები. მარკეტოლოგები რეკლამის შექმნისას მომხმარებელზე ზეგავლენის მიზნით, კარგად იყენებენ სხვადასხვა გავლენის იარაღს. ჩემი თემის ფარგლებში მსურს მიმოვიხილო ის გავლენის ტექნიკები, რომლებიც ყველაზე ხშირად და ეფექტურადაა გამოყენებული სატელევიზიო სივრცეში:


სოციალური დადასტურების ფენომენი - რეკლამებში ხშირად იყენებენ ამ ტექნიკას, იმის საილუსტრაციოდ, რომ მოცემული პროდუქტით სარგებლობს ყველა. თანამედროვეობაში ბევრი ყალბი, მაგრამ მოჩვენებით "ბუნებრივი" სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, სადაც დადასტურების მაგალითს იძლევიან ცნობილი ადამიანები. თითქოს ისინი ამ პროდუქტის ერთ-ერთი რიგითი მომხმარებლები არიან. ასეთ ადამიანებს ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს "მყიდველებს მარსიდან".


მოწონების პრინციპი - ნაცნობობის გრძნობა, ფიზიკური მიმზიდველობა, შექება (მლიქვნელლობა), ასევე მსგავსების გრძნობა ასე ვთქვათ მოწონების ერთგვარი საფუძვლებია, რაც შემგომ მოწონებას აქცევს გავლენის მძლავრ იარაღად.


ასოციაციის პრინციპი - ადამიანებს აქვთ ტენდენცია, რომ გარკვეული მოვლენები საკმაოდ მარტივად, ასოციაციის გზით დააკავშირონ ერთმანეთს. მარკეტოლოგები მუდამ ცდილობენ ყველასთვის საყვარელი სიმღერა, ფილმი, მსახიობი თუ მომღერალი დააკავშირონ იმ პროდუქტთან, რომელსაც რეკლამას უკეთებენ, რადგან მათი სილამაზე დასასურველობა მომხმარებელმა ასოციაციის პრინციპით ამ პროდუქტზეც გადაიტანოს. ამით იზრდება გაყიდვების ალბათობა.



ვალდებულება და კონსისტენტურობა - ამ გრძნობის გამოწვევას მარკეტოლოგები კონკრეტული სახის რეკლამებით ახერხებენ. ვალდებულების გრძნობა კი შემდეგ გაყიდული საქონელის რიცხვის გაზრდის ერთგვარი გარანტი ხდება.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი მამუკაშვილი
მეგი მამუკაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0