x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სევდიანი სიყვარულის ისტორია: ბიზნესმენმა შექმნა ავტოგამტაცებლების ბანდა იმის გულისთვის,რომ ცოლი გერმანიაში სამკურნალოდ გაეგზავნა
image






















6 თვის განმავლობაში ავტოგამტაცებლებმა მოსვენება დაუკარგეს სამართალდამცავებს.ზედიზედ იკარგდებოდა ქალაქ პერმში ძვირფასი ავტომობილები სხვადასხვა მარკის: Mitsubishi, Toyota, Honda, Hyundai, Mazda, Subaru და სხვა.სულ გატაცებული იქნა 19 ავტომობილი.


ავტოსადგომებიდან, რომელიც დაცვის გარეშე იყო ავტომობილები უკვალოდ ქრებოდა, ოპერატიული მუშაკები ხვდებოდნენ, რომ მანქანებზე კარგად ორგანიზებული ერთი და იგივე ბანდა მუშაობდა, მათ სამართალდამცავებს ხელჩასაჭიდიც კი არ დაუტოვეს.


პირველი ავტომობილი Mitsubishi Lancer, -ი "Большое Савино"-ს აეროპორტიდან გაქრა."ვიღაცა ერთი ან ორი დღით მიფრინავდა საქმეზე, ან შვებულებაში, ამით სარგებლობდნენ დამნაშავეები-აღნიშნა გამომძიებელმა ელენე ფედოსეევმა, -მარტო ამ დაუცველი ავტოსადგომიდან ბანდამ 6 ავტომობილი გაიტაცა.



მუშაობდნენ სუფთად, საქმეზე არ მიჰქონდათ მობილური ტელეფონები, ჰქონდათ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რისი მეშვეობითაც ავტომობილის სიგნალიზაციის გამორთვა დისტანციურად იყო შესაძლებელი.


ბანდიტებს კარგა ხანს დასდევდნენ სამართალდამცავები, საბოლოოდ დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, აიყვანეს 5 ახალგაზრდა მამაკაცი, ხუთივე ქალაქ კუნგურუს(პერმის ოლქი) მაცხოვრებელი.


ბანდის წევრებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ, სამი ადამიანი გატაცებაზე მუშაობდა, ჩადიოდნენ პერმში და იქიდან მოჰყავდათ მანქანები.ორი კაცი საბუთების და საიდენფიკაციო ნომრის გაყალბებაზე მუშაობდა, განცხადების მეშვეობით პოულობდნენ დამტვრეულ ანალოგიურ მოდელს, ყიდულობდნენ გროშებად, შემდეგ გადააწყობდნენ ახალ ავტომობილზე და ყიდიდნენ.თუმცა 19 ავტომობილიდან ბანდის წევრებმა მხოლოდ 6-ის გაყიდვა მოასწრეს.


ბანდის მეთაური აღმოჩნდა 26 წლის მაქსიმ ივანოვი, ადგილობრივი ბიზნესმენი, ჰქონდა საკუთარი ავტოსამრეცხაო და ფირმა, რომელიც ელექტო სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებდა.


როგორი იყო გამომძიებლების გაოცება, როდესაც ცრემლმორეულმა მაქსიმმა განაცხადა:"ფული იმისთვის მჭირდებოდა, რომ ცოლი სიმსივნისგან განმეკურნა."



ექიმების განაჩენი




მაქსიმს კატია ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან უყვარდა, გოგონა მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა.დაქორწინდნენ სკოლის დამთავრებისთანავე.მალე გაუჩნდათ ვაჟი, ნიკიტა, იგი ამჟამად 7 წლისაა, შემდგომ ორი წლის შემდეგ გოგონა, -მაშა.


გოგონას დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ კატიას ძლიერ მუცლის ტკივილები დაეწყო, აგრეთვე მხარის გაშეშებას უჩიოდა.

ექიმთან ვიზიტი და საბოლოო დიაგნოზი თავზარდამცემი იყო:-კუჭის კიბო.


ქმარმა ყველა ღონე იხმარა, რომ მეუღლე გარდაერჩინა, რაც ბიზნესში ფული ჰქონდა კატიას მოახმარა, ჯერ მოსკოვში წაიყვანა, შემდგომ გერმანიაში, ფული რომ აღარ ეყო ბანკიდან გამოჰქონდა კრედიტები.


კატიას ძვირადღირებული წამლები და განმეორებითი ოპერაცია სჭირდებოდა გერმანიაში.აი, ამის შემდეგ დაებადა მაქსიმს მანქანების გატაცების იდეა.




ტრაგიკული დასასრული



5 დამნაშავიდან მარტო ბანდის მეთაური გაანთავისუფლეს დროებით ხელწერილის და ქალაქიდან გაუსვლელობის პირობის საფუძველზე, იმისთვის რომ მიეხედა ავადმყოფი ცოლისთვის და მცირეწლოვანი შვილებისთვის.


მაქსიმი, როგორც კი გამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, მაშინვე კატია გააქანა პერმის საავდმყოფოში.

-მე იზოლატორში ვიჯექი, მაქსიმი შემპირდა, რომ შემომივლიდა და "პერედაჩას" გადმომცემდა, -იხსნებს მისი ერთ-ერთი თანამზრახველი ვიტალი, -თუმცა მაცნობეს, რომ მაქსიმი და კატია დაიღუპნენ.


უკან დაბრუნებისას სახლამდე 50 კილომეტრი იყო დარჩენილი. გზატკეცილი სწორი და თავისუფალი.დიდი სიჩქარით მიმავალი მაქსიმი მოპირდაპირე მონაკვეთზე გადავიდა და მთელი სიმძლავრით მომავალ ტრაილერს შეასკდა.ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპნენ.


-კატია ისე მოკვდა, რომ ვერც გაიგო რითი იყო მისი ქმარი დაკავებული, იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაერჩინა-აღნიშნა ოჯახის მეგობარმა ლენამ.


ბევრმა მათმა ნაცნობმა აღნიშნა, რომ მაქსიმი სპეციალურად წავიდა სიკვდილზე, კატია მძიმედ ავად იყო და საეჭვო იყო მათი გადარჩენა, ხოლო მაქსიმს ციხე ელოდებოდა.


თუმცა ლენას არ სჯერა ამ ვერსიის:" ეს შეუძლებელია, ისინი არასდროს დატოვებდნენ ბავშვებს უპატრონოდ."


სისხლის სამართლის საქმე მაქსიმ პეტროვზე შეწყდა, დანარჩენ ბანდის წევრებს კი გაასამართლებენ.









0
136
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0