ნადირობა და თევზაობა დაჭერილი იქნა თევზი,რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ბრიტანეთის ისტორიაში 2014, 24 ივლისი, 8:20 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დანიელ ბენეტი სათევზაოდ გაემართა სკაის კუნძულების სანაპიროზე და ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ დაიჭერდა ერთ-ერთ უდიდეს თევზს ბრიტანეთის ისტორიაში. გიგანტური ნადავლი თითქმის 100 კილოგრამს იწონიდა. "ზურგი ალბათ კიდევ კარგა ხანი მეტკინება", -აცხადებს დენიელი, რომელიც 2 საათის განმავლობაში ებრძოდა გიგანტურ სკაროსს.შოტლანდიელის ნადავლის სიგრძე 2 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე 169 სანტიმეტრი. ახალგაზრდა კაცს ახლაც კი ვერ დაუჯერებია, რომ პრაქტიკულად გიგანტური თევზი წყლიდან მარტო ამოიყვანა. ბრიტანეთის მეთევზეთა ასოციაციის პრეს-მდივანმა "Record Fish", დაადასტურა, რომ ბენეტის სკაროსი უდიდესია, რომელიც სკაის კუნძულებზე ოდესმე დაუჭერიათ. წინა რეკორდი 20 წლის წინ იქნა დამყარებული, როდესაც ამავე სანაპიროზე 1994 წელს ადგილობრივამა მეთევზემ 75 კილოგრამიანი სკაროსი დაიჭირა. ბენეტის დაჭერილი თევზი აწონვის და გაზომვის შემდეგ ისევ წყალში გაუშვეს. Record Fish-ის ორგანიზაციის წევრები წუხან, რომ რეკორდი ოფიციალურად არ იქნა დაფიქსირებული, რადგან არ იყვნენ მოწვეულნი კომისიის წევრები, თუმცა ბენეტის რეკორდი მაინც იქნება შეტანილი სიაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი დაჭერილი სკაროსი ბრიტანეთის ისტორიაში. 443 3-ს მოსწონს
|