საქართველო რა ქონებას ფლობს სასჯელაღსრულების მომავალი მინისტრი 2014, 23 ივლისი, 19:16 პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. მღებრიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 14 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი წავკისში, 1000 კვ.მ მიწა წაღვერში და თბილისში, ფოთის ქუჩაზე მდებარე ბინა 100 კვ.მ. ასევე 90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წაღვერში. მისი მეუღლის, ნინო გედევანიშვილის მფლობელობაშია 120 კვ.მ ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე.
მღებრიშვილი ფლობს ავტომანქანა მერსედეს 350-ს, რომელიც მას 17 000 ლარად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში მას ნაღდი ფულის სახით გააჩნდა 20 000 ლარი, მის მეუღლეს კი 7600 ლარი.
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობისთვის მღებრიშვილმა ანაზღაურების სახით აიღო 41262 ლარი. 139 2-ს მოსწონს
|