სხვა ძვირფასი ქვები - მინერალების გავლენა ადამიანზე 2014, 22 ივლისი, 20:13 ძვირფასი ქვების გამოყენება ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო, რაში ვიყენებთ? რა დანიშნულება აქვს და რა უნდა ვიცოდეთ ძვირფასი ქვების შესახებ. გარდა იმისა, რომ ძვირფასი ქვები არაჩვეულებრივ მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ულამაზესი სამკაულების შესაქმნელად, მათ გაცილებით მეტი მისია აკისრიათ დედამიწაზე ვიდრე გარეგნული სილამაზეა, თითოეული ქვა გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია, რომელიც ადამიანზე როგორც დადებითად ისე უარყოფითადაც მოქმედებს. მინერალები რომელსაც ძლიერი სამკურნალო თვისებებიც აქვს: ამეთვისტო - უძველესი დროიდან ღვთაებრივ ქვად მიიჩნეოდა, ქრისტიანი მღვდელმთავრები და პატრიარქები ხშირად ატარებდნენ და ეხლაც ატარებენ ამ მინერალით მორთულ ნივთებს, სამოსს და კვერთხს. ხოლო იოგები ამეტისტის ქვას იდებენ წარბებს შუა იგი აწყნარებს გონებას და აღწევენ შინაგან სიმშვიდეს. ამეთვისტო დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კარგია უძილობის დროს, ეხმარება ადამიანს სულიერი და ფიზიკური სიმშვიდის მოპოვებაში. შუნგიტი - წყლის გაწმენდის ბუნებრივი საშუალებაა, შუნგიტი რუსეთის ტერიტორიაზე მოიპოვება საკმარისია, რამდენიმე ნატეხი ჩავაგდოთ წყალში და 24 საათი გავაჩეროთ წყალი იწმინდება და იმუხტება დადებითი ენერგიით და სამკურნალო თვისებებს იძენს. ძალიან სასარგებლოა თუ ვიქონიებთ შუნგიტის ქვას ან მის ნაკეთობებს სხეულთან ახლოს იგი იცავს ადამიან უარყოფითი ენერგიისა და გამოსხივებისგან, ამიტომ კარგია თუ კომპიუტერთან ახლოს დავდებთ. ტურმალინი- ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული მინერალია, ამ ქვის შეფერილობა სხვადასხვაგვარია: იისფერი, სალათისფერი, ცისფერი და სხვა. იგი გამოირჩევა განსაცვიფრებელი ელვარებით, ამიტომ მას წარმატებით იყენებენ მსოფლიოს იუველირები. თუმცა გარდა მისი გარეგნული სილამაზისა, ტურმალინი საუკეთესო მკურნალადაც ითვლება, ეს მინერალი ძალიან ძლიერ დადებით ენერგიას გამოყოფს, იგი წმენდს ადამიანის აურას და იცავს მას უარყოფითი ენერგიებისგან. 1330 3-ს მოსწონს
|