სხვა ჩვენი პლანეტის იდუმალი ადგილები, სადაც დრო თითქოს გაჩერდა 2014, 22 ივლისი, 12:27 დღეს ისე წინ არის წასული ცივილიზაცია, ტექნიკა, არქიტექტურა, ტურიზმი, დიზაინერთა შორსჭვრეტელობა, გართობის სტილი და ა.შ- ჩამოთვლას რომ აღარ მოვყვე, ძნელი წარმოსადგენია არსებობს კი ჩვენს პლანეტაზე ისეთი ადგილები, სადაც დრო თითქოს გაჩერდა. თუმცაღა არსებობს და თქვენდა გასაოცად რადიკალურად განსხვავებული ჩვენი-თანამედროვე ქალაქებისგან, სადაც ოდესღაც სიცოცხლე მძვინვარებდა. მაშ, მოდით მოვწყდეთ ამ ყოველივეს კომფორტულს და ცოტახნით ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენი პლანეტის ყველაზე მშვიდ, მიტოვებულ, უკაცრიელ კუთხეებში.
ჩამონათვალს კი საქართველოთი დავიწყებ. 1. ტყვარჩელი, საქართველო. ოდესღაც ინდუსტრიული ცენტრი და ამჟამად დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკა, რომლის ლეგიტიმურობა მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა, საქართველოს ნაწილია ოკუპირებული რუსეთის მიერ. ტყვარჩელი დაარსდა 1940 წელს და სულ რაღაც რამოდენიმე წელში გახდა ქალაქი ერთ-ერთი რეგიონულ ცენტრებში სამთო და ნახშირის დამუშავებით, ასევე საბჭოთა განვითარების მხრივ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, რამაც საქართველო-აფხაზეთის ომი გამოიწვია და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქალაქის ეკონომიკას, ტყვარჩელი გადაიქცა პროვინციულ, მთის ქალაქად. ამჟამად ტურისტები თუ მოიყრიან პერიოდულად თავს და ტკბებიან მაღალი ჰაერითა და ბუნებით, თუმცა პირობები და სასტუმროები ქალაქს არ გააჩნია. 2. კუნძული ხასიმა, იაპონია. მიწის ნაკვეთი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე მდებარეობს და ცნობილია Gunkandzima-ს სახელით, რომელიც შორიდან საბრძოლო ხომალდს მოჰგავს. XIX საუკუნის დასაწყისში ხასიმაზე აღმოაჩინეს ქვანახშირის მდიდარი საბადოები და დაიწყეს პერსპექტიულად მისი შესწავლა. რის გამოც სიღრმე კუნძულისა მიექანებოდა ზღვის დონისკენ. 1959 წელს მოსახლეობის რაოდენობამ კი 5259 ადამიანი შეადგინა, მათგან იყო ბევრი სამხედრო ტყვე- ჩინელი და კორეელი, რომელთაც მაღაროებში კომპანია Mitsubishi Corporation-ი ამუშავებდა და ისინი იქ დაიღუპნენ. 1974 წელს ქვანახშირის მოპოვება გახდა წამგებიანი, ამიტომ Mitsubishi Corporation-ს მოუხდა მაღაროების დახურვა. მას შემდეგ იქცა კუნძული მოჩვენებების საბუდად. 3. კიტსოლტი, კანადა. ქალაქ კიტსოლტში, რომელიც კანადის პროვინციაში მდებარეობს შეხვდებით ყველაფერს- უამრავ შენობას, სახლებს, საავამდყოფოს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, სავაჭრო ცენტრებს, ბანკს და ერთადერთი რასაც იქ ვერ ნახავთ- ეს ხალხია. ქალაქი 1979 წელს დაარსდა, გეოლოგების თქმით კი მოლიბდენის ლითონის წარმოებას ჰქონდა ქალაქში ადგილი და სანამ ეს ლითონი ფასობდა, ხალხიც მანამდე ცხოვრობდა იქ, ხოლო 1982 წლიდან კი ნელ-ნელა დაიწყო ქალაქმა დაშლა. 2004 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა შეისყიდა ტერიტორია 5 მილიონ $-ად მოტივით, რომ კიტსოლტი კვლავ უნდა გაცოცხლდეს და აღორძინდეს, თუმცა გეგმის პერქპექტივები დღემდე ეჭვებს ქვეშაა. 4. სახლი-მემორიალი ბუზლიჯა, ბულგარეთი. მთის წვერზე გიგანტური ბეტონის თეფში 1980 წელს ბულგარეთის კომუნისტური პარტიის საპატივცემოდ აიგო. ძეგლი საბჭოთა არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს, სადაც უდიდესი აზრი ჩაიდო- შენობის კედლები შემკულია საბჭოთა სიმბოლიკებით, მათ შორის მოზაიკები კი ამსახველია ბულგარეთის ხალხის ცხოვრებისა. შენობა პოლიტიკური ძალების განსახილავ ობიექტს წარმოადგენდა, თუმცა ბულგარეთის საბჭოთა პარტიის დაშლის შემდეგ, 1989 წლიდან ბულგარეთის კომუნისტური პარტიის გამორჩეული შენობა უსარგებლო გახდა. 5. კინოთეატრი სამყაროს დასასრულს, ეგვიპტე. უდაბნო სინას შუაგულშია განთავსებული მსოფლიოს ყველაზე იშვიათი კინოთეატრი, რომელსაც ჯერ არ მიუღია არცერთი სტუმარი. იდეა ასეთი კინოთეატრის დაპროექტებისა ეკუთვნის საფრანგეთის საქველმოქმედო ჯგუფს, რომელთა მოტივით სინას მიტოვებულ მთებში შეეძლებოდა ადამიანს საყვარელი ფილმების ყურებით ტკბობა. მშენებლობამ და აღჭურვილობის საქმემ წარმატებით ჩაიარა, თუმცა 1990 წლიდან, რაც კინოთეატრის მწყობში მოყვანა და მშენებლობა დასრულდა, აღმოჩნდა, რომ არავის სურდა უდიდეს რიგში დგომა რათა ამ კინოთეატრის ბილეთი შეეძინა და ამიტომ კინოს არასოდეს გაუჟღერია იქ. 684 13-ს მოსწონს
|