შოუბიზნესი როგორ აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა ქალიშვილის პირველი დაბადების დღე? (+ფოტოები) 2014, 21 ივლისი, 0:16
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენრტრშია. მოულოდნელად დაოჯახებამ და ქმართან სკანდალურად დაშორებამ მომღერლის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. ნინის უკვე პატარა ქალიშვილი ელენე ჰყავს. მომღერალი დედობამ ძალიან შეცვალა. ქალიშვილი უკვე ყელას და ყველაფერს ურჩევნია. სახლშიც სიხარულით მირბის, რომ დრო ელენესთან ერთად გაატაროს.
გოგონას 19 ივლისს ერთი წელი შეუსრულდა. დაბადების დღე აგარაკზე, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს. სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელდა. როგორც ჩანს იუბილარმა და სტუმრებმა კარგად მოილხინეს.
"დღეს ჩემი ცხოვრეის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გაჩნდა ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ელენე კუტალაძე. ვერასდროს ვერ ვხსნი და სულ მიჭირს ავხსნა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ პატარა პრინცესას მიმართ. ამ ბედნიერებისთვის მინდა ყველაზე დიდი მადლობა ნინის და ირაკლის გადავუხადო"-წერდა სოციალურ ქსელში ნინის და, ქეთო თოფურიძე. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისს ოჯახთან ერთად ირაკლი კუტალაძეც ესტუმრა. მან ქალიშვილი კიდევ ერთხელ მოინახულა და ახლობლებსაც გააცნო. იყო თუ არა ირაკლი ელენეს დაბადების დღეზე უცნობია, რადგან ფოტოებში არსად ჩანს. თუმცა ცალსახაა, რომ ყოფილმა ცოლ-ქმარმა ურთიერთობა დაალაგა. ვუსურვოთ ელენეს ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი... 562 2-ს მოსწონს 2-ს არა
|