რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოქალაქეების ის სია გამოაქვეყნა, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.სიაში სულ 12 ადამიანია.მოსკოვმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-მ რუსეთის 12 მოქალაქეს, მათ შორის დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვს აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სიაში ამერიკის ის მოქალაქეები არიან შესულები რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამებაში.
აი ის მოქალაქეების სიაც:
1.რიჩარდ ბატლერი.
2.გლედის კესლერი.
3.რიკარდო სანჩესი.
4ჯენის კარპინსკი
5.სტივენ ჯორდანი
6.აივვან ფრედერიკი.
7.ჯევალ დევისი
8.ჩარლზ გრეინერი.
9.საბრინა ხარმანი
10.ჯერემი სივიტსი
11.ლინდი ინგლანდი.
12.ისრაელ რივერა.