x
თიკო სადუნიშვილს ცეკვაში ხელი შეეშალა

თიკო სადუნიშვილს ცეკვაში ხელი შეეშალა

image თიკო სადუნიშვილის და გიგის ცეკვით ჟიური ასე თუ ისე უკმაყოფილო დარჩა.

მათ ქონდათ ბევრი შეცდომები მაგრამ, როგორც მოგვიანებით თიკომ ახსნა, რომ მათი ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ, ცეკვის ბოლოს ის როიალზე შპაგატში უნდა ჩამჯდარიყო, მაგრამ როიალის ზედაპირი არ სრიალებდა და მას ზეთი წაუსვეს.

კუთხეებზეც წაუსვეს, ეს სითხე მოცეკვავეებსაც შეეხოთ და ცეკვაში რამდენიმე შეფერხება სწორედ ამის გამო მოხდა.

პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" თიკო სადუნიშვილისა და გიგი გაჩეჩილაძის წყვილი პირველივე ტურში გამოარჩია ჟიურიმ, როგორც საუკეთესო, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. თიკო და გიგი უკვე ღიად ამბობენ, რომ მათ დაბალ ქულებს დაუმსახურებლად უწერენ. ამიტომ დღე და ღამე ვარჯიშს აპირებენ, თავს არ ზოგავენ.
გიგი სამეჯლისო ცეკვების ცნობილი სტუდია "თელას" ხელმძღვანელების, ლარისა და თენგიზ გაჩეჩილაძეების შვილია. 18 წლიანი ცეკვის სტაჟი აქვს. ბოლო პერიოდში ქორეოგრაფისა და მსაჯის ფუნქცია ასრულებდა, ამ პროექტით კი სცენას დაუბრუნდა. რაც შეეხება ტელეწამყვან თიკოს, ის ბავშვობაში ცეკვავდა და ახლა ადრინდელ გამოცდილებას იხსენებს.

0
671
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia13nati
natia13nati
671