x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
ქალის ზოგიერთი საიდუმლო

image საბედისწერო ქალი-იდუმალ ქალბატონებს ხშირად „საბედისწერო“ ქალებსაც უწოდებენ და ქალბატონ „განმშორებლებსაც“. იგი თავდაჯერებულია, უმოწყალოდ აჯადოებს ყველას. რატომ ეწოდება იდუმალი? შეიძინა თუ თანდაყოლილია ეს თვისება? იდუმალი ქალი შეიძლება სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ აუცილებლად მიმზიდველია, მას სხვა შარმი აქვს და გრძნობს ვისთან უნდა იბრძლოს მზერით. იცის, რომ ზოგჯერ მდუმარება გამოდგება, ზოგჯერ კი ქირიქით.
იდუმალი ქალის მახასიათებელი ნიშნებია:

1.ზუსტად იცის, რომ არ ღირს გარეგნობის გამო ბედსა თუ
ქვეყნიერებაზე განაწყენება. ეს გულჩათხრობილსა და დაღვრემილს გახდის, ასეთი თვისებებით კი ძნელად თუ შეძლებს ვინმეს მოხიბვლას.


2. მან კარგად იცის მამაკაცის ფსიქოლოგია, ნებისმიერ
მამაკაცთან ურთიერთობისას ერთსა და იმავე სქემას იყენებს, რომელიც 4 ნაბიჯით განისაზღვრება:

ა)შენ ისეთი არაჩვეულებრივი ხარ!

ბ) ჩემ გარდა ამას რატომ ვერავინ ამჩნევს?

გ)გინდა დაგეხმარო, კიდევ უფრო უკეთესი გახდე?

დ)ახლა კი, დამაკვირდი როგორი არაჩვეულებრივი ვარ თავად
მე!


ეს ოთხი ნაბიჯი შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი სქემაა,
მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს ფორმულა ყველა დროში მოქმედებდა მოწინააღმდეგე სქესზე, თუ ყოველივე ამას საბედისწერო ქალი ზუსტად განახორციელებს წარმატების 90%-იანი შანსი
აქვს. ხშირად საბედისწერო ქალის სახე ვამპირთან, სიცივესა და ქალურ მომხიბვლელობასთან სოცირდება. მაგრამ ასეთი ქალი მიწიერია და პრაგმატიკოსი და სიცივე მისგან მხოლოდ საწყის
ეტაპზე იგრძნობა, შემდეგ კი საოცრად თბილია და ურთიერთობაში საკმაოდ უბრალო ხდება

3)საჭიროა იუმორის გრძნობა და ეს სულაც არაა ისეთი უმნიშვნელო,
როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, რადგანაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადამიანთა ურთიერთობაში სწორედ, რომ ნიჭიერი იუმორია

4) მოსაზრება, რომ მამაკაცებს სულელი ქალები მოსწონთ
მხოლოდ მითია და ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. დროდადრო ასეთ ქალებს მამაკაცი სიბრალულის თვალით უყურებს.

5) ტაქტის გრძნობა და შეგრძნება იმისა, რომ არასოდეს
გამოიყენოს ღიად საკუთარი მიმზიდველობა და სექსუალობა მამაკაცის მანიპულირებისთვის და ამგვარად ის სხვა ამგვარ ქალოსტატებთან შედარებით უფრო დახვეწილად მოქმედებს. ასეთ ქალებს შეუძლიათ მამაკაცის გაგება და მისი ისეთად მიღება, როგორიც სიანმდვილეში არიან.

შინაბერობის სინდრომი-„ქალს მარტო ნუ დატოვებთ, სანამ
ქვეყნად ისინი არსებობენ“, „ქალი საფერებლადაა გაჩენილი“-ამბობენ პოეტები. ზოგადად კი, მზარდი სტატისტიკაა შინაბერობის სინდრომის მიხედვით. გასაკვირია, მაგრამ შინაბერობის სინდრომი ერთნაირად ემუქრება, როგორც 25წლის ქალბატონს, ასევე შუა ხნის ხანს მიღწეულს.

როგორ გავუმკლავდეთ შინაბერობის სინდრომს? როგორ გავიგოთ გვახასიათებს თუ არა ის? დააკვირდით საკუთარ თავს და აღმოაჩენთ, რომ ამ პერიოდში ხშირად აღებთ მაცივრის კარს, ზომაზე მეტად
ამოწმებთ სახლის დაკეტილ კარს, დიდი რაოდენობით სვამთ ყავას, ხშირად გეცვლებათ გუნება-განწყობილება, უმნიშვნელო წვრილმანებზე ტირით და ა.შ. გახსოვდეთ, ამ დროს სასწრაფოდ შეცვალეთ ცხოვრების სტილი, რადგან თუ სინდრომმა თავისი ბრჭყალები მაგრად ჩაგავლოთ, სერიოზული პრობლემები
შეგექმნებათ. ნუ იქნებით წუნია და ნუ დაუწყებთ ძებნად ოცნების პრინცს, იცოცეთ იმ გემოვნებისკენ, სადაც უბრალოების გენიალური ხიბლია მოსალოდნელი და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. იყავით
ნაკლებად კრიტიკული, როგორც სხვათა მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართ, რადგანაც ასეთ დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც საკუთარი თავიც კი ეზიზღებათ.

საბედისწერო ქალი და შინაბერას სინდრომით შეპყრობილი ქალბატონები ურთიერთსაპირისპირო პოლუსზე მდებარეობენ,
ისინი განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით, თვითშეფასებით, გამბედაობით და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში არის ის, თუ რა პოზიციას დაიჭერს
„სუსტი“ სქესი პარტნიორთან მიმართებაში, იქნება პასიური თუ აქტიური? რა უფრო ხიბლავს მამაკაცს? საკვირველია, მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ მამაკაცები უმრავლეს შემთხვევაში
ქალზე უფრო პასიურები არიან, თუ არ ჩავთვლით იმ აურის მამაკაცებს, რომლებიც შინაგან ხიბლს და ლტოლვას ვერ აჩერებენ. ამ შემთხვევაში საუბარია მშვიდ, მდორე მოწონებაზე.ქალს
შეუძლია გაწონასწორებული გრძნობით „სდიოს“ სასურველ ობიექტს უკან და თავისი გრძნობის შესახებ არაფერი უთხრას. ეს შეიძლება იყოს უარის მიღების შიში, ან უბრალოდ კომპლექსი.
თუმცა, თანამედროვეობაში სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ სითამამეს ვინმე თავხედობად ჩაგითვლით. იყავით თავისუფალი და იმოქმედეთ სურვილის შესაბამისად. მამაკაცების უმრავლესობას სწორედ
რომ ძლიერი, პერსპექტიული ქალები მოსწონთ. მეტიც თავდაჯერებულობა, აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი-ეს ის თვისებების, რომლებიც საპირისპირო სქესს ქალში ყველაზე მეტად იზიდავთ.

ასე, რომ ეცადეთ იყოთ ქალბატონი „განმაშორებელი“, გჯეროდეთ საკუთარი ძალების, იარეთ წინ წარმატებისკენ და ნუ შეგეშინდებათ, იმის რომ ქალი ხართ... გახსოვდეთ, ქალებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ცხოვრების არაერთ სფეროში მამაკაცებზე ბევრად უფრო პერსპექტიულნი არიან. მაშინ რატომ უნდა დაიხიოთ უკან სიყვარულში? თავად მართეთ საკუთარი ცხოვრება, ნუ დაკარგავთ
დროს, იყავით მოზომილი და წინასწარი პრაქტიკული ტესტებით დააკვირდით მოსალოდნელ შედეგებს.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ჯავახაძე
სალომე ჯავახაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0