x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135617
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
ისრაელში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები
დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ ეხება ისრაელში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, მათ საქმიანობას და დღევანდელ საკმაოდ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციას.


ჩემი რესპოდენტები გახლავთ ისრაელის ქალაქ აშდოდში მცხოვრები ახალგაზრდები. ვიკა ორჯონიკიძე და ნათია ჯანაშვილი.


*გამარჯობათ გოგონებო, როგორ ხართ?



ვიკა: ყველამ კარგად ვიცით ის სიტუაცია, რომელიც დღეს ისრაელშია, ხალხი დაძაბულია და ჩემზეც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ეს ყველაფერი.

*ნათია, როგორც გავიგე სულ რაღაც მეცხრე თვეა რაც ისრაელში იმყოფები, შენ როგორ შეხვდი ამ ყველაფერს?



ნათია: დიახ, სულ ცოტახანია რაც ისრაელში ვცხოვრობ, ზოგადად საკმაოდ ადვილად შევეგუე აქაურ ცხოვრებას, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ახალჩამოსულისთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც შენს თვალწინ უამრავი რაკეტა ფეთქდება დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის აღქმა საკმაოდ რთულია.


*კარგი, მოდით აღარ გავამახვილოთ ამ საკითხზე ყურადღება, იმედია მალე დასრულდება ეს ომი და ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.
ახლა კი მითხარით, როგორია თქვენი ყოველდღიური და რაც მთავარია მშვიდობიანი ცხოვრება ისრაელში?


ვიკა : მე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი სწავლით ვარ დაკავებული, დავასრულე ისრაელის ჯარის საავიაციო სკოლა, ახლა კი ვაგრძელებ ამ განხრით სწავლას. რაც შეეხება თავისუფალ დროს, რომელიც ისრაელში საკმაოდ მცირე ხანს გრძელდება (იცინის) ძირითადად მეგობრებთან ვატარებ.


ნათია: ვინაიდან ახალი ჩამოსული ვარ ისრაელში პირველი ეტაპი ენის შესწავლაა, ამიტომ ყოველდღიურად დავდივარ სასწავლებელში(ულპანში), სადაც პროფესიონალი პედაგოგები მასწავლიან ივრითს(ებრაულს). თავისუფალ დროს ვუთმობ სპორტს და გართობას.

.
* როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


ვიკა: სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ ჯარის გავლას, რომელიც ისრაელში სავალდებულოა გოგოებისთვისაც კი და მიხარია. შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელებ სწავლას.

ვიკა ორჯონიკიძე ნათია: მეც რა თქმა უნდა მივდივარ ჯარში ამის შემდეგ კი ასევე ვაპირებ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და პარალელურად მუშაობას.

დიდი მადლობა გოგონებო, რომ ასეთ ვითარებაში გამონახეთ ჩემთვის დრო, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს!ვიკა ორჯონიკიძენათია ჯანაშვილივიკა ორჯონიკიძეისრაელის ჯარი




0
419
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბენ ისრაელი
ბენ ისრაელი
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0