სხვა მსოფლიო შოკშია!-ჩამოგდებული თვითმფრინავი და 300 გარდაცვლილი 2014, 18 ივლისი, 16:26 ინდეფენდეთის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ხმელეთიდან გაშვებული რაკეტით ჩამოგდებული ბოინგ 777-ის ჩამოვარდნისას 300 მგზავრი გარდაიცვალა. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების შესახებ, ამსტერდამის სხიფოლის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ თვითმფრინავის ჩამოვარდნა.მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა პოროშენკომ უკვე გააკეთა განცხადება და მსოფლიო ლიდერებსა და "იკაოს" უკვე მოუწოდებს შეიქმნას საერთაშორისო საგამომძიებო კომისია.როიტერის სააგენტოს ინფორმაციით კი პრეზიდენტმა ობამამ უკვე გასცა მითითება უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნოს. უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენუკმა კი შესაბამის სტრუქტურებს გამოძიების დაწყების მითითება მისცა.უკრაინის გენშტაბის ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით არის ჩამოგდებული.რუსეთის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინაში ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ამსტერდამი-კუალალუმპურის სამოქალაქო რეისი რუსეთის მხარდამჭერმა სეპარატისტებმა და ტერორისტებმა ჩამოაგდეს, რომელთა თავდაპირველი მიზანი უკრაინული ილ 72-ის ჩამოგდება იყო. 94 2-ს მოსწონს
|