ვარსკვლავები ვარსკვლავები ზღვის სანაპიროზე-სად ატარებენ დასვენების დღეებს ცნობილი ადამიანები 2014, 20 ივლისი, 18:16 "რა დროს მუშაობაა ზაფხულში, როცა დასვენების სეზონი პიკს აღწევს"-თითქოსდა ყვირიან ვარსკვლავების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია პალმების ჩრდილქვეშ ცნობილი საზღვაო კურორტების სანაპიროზე. როგორც ჩანს ვარსკვლავებმა პირი შეკრეს და
ყველამ ერთბაშად მიაშურა ლაჟვარდოვან სანაპიროებს და "გამოფინა"
სპორტულ დარბაზებში ნავარჯიშები მოხდენილი სხეულები.
ტოპ-მოდელ როზი ჰანტინგტონ-უაიტლის არ სჭირდება დიდი დროის დახარჯვა ფიტნესზე, ის ამის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება. მალიბუს სანაპიროზე მოსეირნე ვარსკვლავი ზღვის ქაფიდან ამომავალ ნიმფას გავდა. ![]() ლეონარდო დი კაპრიო მალიბუს ახალ შეყვარებულთან ტოპ-მოდელ ტონი გარნთან ერთად ეწვია. ვარსკვლავური წყვილი ზაფხულის დღეებში სანაპიროზე ფრენბურთის თამაშით ერთობოდა. ![]() ![]() შესაშურ ფორმას ინარჩუნებენ უფროსი თაობის სუპერმოდელები-ქეით მოსი და ნაომი კემპბელი, რომლებიც ერთად ისვენებენ იბიცაზე ![]() ![]() ბენჯამინ მედენი და კემერონ დიასი უკვე აღარ მალავენ ურთიერთობას და ერთად ისვენებენ ფლორიდაში. ![]() პერის ჰილტონი მალიბუს სანაპიროზე "სელფების" გადაღებით ერთობა. ![]() ჯესიკა ალბა და ორლანდო ბლუმი ბავშვებთან ერთად მალიბუს სანაპიროზე ატარებენ გამოსასვლელ დღეებს ![]() ![]() გვენ სტეფანი და გევინ როსდეილი ბიჭუნებთან ერთად სანტა-მონიკას სტუმრობენ. სანამ უფროსი ძმები კინგსტონი და ზუმა მამასთან ერთად ტალღებს იპყრობდნენ, ახალშობილი აპოლო პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობდა. ![]() შაკირა და ჟერარ პიკე გამოსასვლელ დღეებს მექსიკის სანაპიროზე ატარებენ. ![]() ახლადგამომცხვარი წყვილი ზაკ ეფრონი და მიშელ როდრიგესი სარდინიის მახლობლად იახტაზე სეირნობით ირთობდნენ თავს. ![]() პენელოპა კრუსმა და ჰავიერ ბარდემმა საკუთარ თავს და ბავშვებს სამი წლის ლეოს და ერთი წლის ლუნას მზიანი არდადეგები ტენერიფეში მოუწყვეს. ![]() 469 4-ს მოსწონს 1-ს არა
|