x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
უგოლო ფრეები ევროპის ლიგაზე
image


დღეს ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ორი ქართული გუნდი მონაწილეობს.


ზესტაფონი შინ სლოვაკურ ”ტრნავას” ეთამაშებოდა. ზესტაფონი გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა იმერულმა გუნდმა თამაშის მოგება ვერ მოახერხა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ზესტაფონს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შედეგიანი ფრე სჭირდება.


გაცილებით რთული მეტოქე ჰყავდა საჩხერის ”ჩიხურას”. თურქული "ბურსასპორის" სახით, რომელიც რამდენიმე წლის წინ თურქეთის ჩემპიონიც იყო და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. თანაც იმერული კლუბი გასვლაზე თამაშობდა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ამასთან ჩიხურას ფეხბურთელებმა რამდენჯერმე საკმაოდ კარგი კონტრშეტევები განახორციელეს. განმეორებითი შეხვედრა მათთვისაც ძალიან რთული იქნება. ამჯერად ჩიხურას მოუწევს გოლის გატანაზე ითამაშოს.



განმეორებითი შეხვედრები ერთი კვირის შემდეგ შედგება. დღეს დაფიქსირებული შედეგითა და თამაშის ხარისხის გათვალისწენებით ორივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:sportmania.ge
sportmania.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0