x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
ყველაზე აბსურდული და შოკისმომგვრელი კანონები აშშ-ში
აშს-ში უამრავი უაზრო და ტვინისგამბურღავი კანონი არსებობს. ზოგ შტატში აკრძალულია ნაყინის ჯიბით ტარება, ზოგან კიდევ ატომური ბომბის დამზადება ოჯახში. მოდით თვალი გადავავლოთ აშშ-ის სხვადასხვა შტატაში მოქმედ უაზრო და აბსურდულ კანონებს



მასაჩუსეტსის შტატში ოფიციალურ კანონდარღვევად ითვლება საკუთარი ფეთქებადი გოლფის ბურთის ქონა


image



იმავე მასაჩუსეტსის შტატში დაწესებულია სასაჩუქრე სერთიფიკატების მოქმედების გასაოცრად შეზღუდული დრო-კერძოდ 7 წელი



image



ალიასკაში მოქმედი კანონოს თანახმად სამართალდარღვევად ითვლება მძინარე დათვის გაღვიძება სურათის გადაღების მიზნით


image



კონექტიკუტის შტატში აკრძალულია ხეების გაკაფვა ენოტების განადგურების მიზნით


image



დელავერის შტატის კანონმდებლობით აკრძალულია ძაღლის ბეწვით ვაჭრობა, ასეთივე კანონი მოქმედებს ჯორჯიის შტატში, ოღონდ ციყვის ბეწვზე


image



ილინოისის შტატში არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს რეპტილიების გამყიდველებს გააფრთხილონ მყიდველები შესაძლო საფრთხის შესახებ, თუკი ისინი რეპტილიას აკოცებენ


image



კანზასში "მოიფიქრეს" აკრძალონ ამინდის ცვლილება
სპეციალური გაფრთხილების გარეშე


image



ნიუ-ჯერსიში მიღებული ვაჭრობის სპეციალური კანონის მიხედვით აკრძალულია ნაყინი იყოს მოსაბეზრებელი


image



არანაკლებ საეჭვოდ გამოიყურება კანონი, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებელებს უკრძალავს ქუჩაში ისეირნონ ნაყინით ჯიბეში. გასაოცარი ისაა, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ კვირა დღეს ეხება


image



სოფლის მეურნეობის შტატში- ჩრდილოეთ კაროლინაში კანონი ადგენს, რომ ღორების კვების შედეგად მიღებულმა ნარჩენებმა უნდა გაიაროს გულმოდგინე თბური დამუშავება


image



ოკლაჰომას შტატის მესვეურებმა უცნაური აკრძალვა დააწესეს, რომლის მიხედვითაც კანონით ისჯება სათამაშო იო-იოს გამოყენება თევზაობის დროს


image



საკმაოდ მოსაწყენია ცხოვრება ორეგონის შტატში, სადაც სპეციალური კანონით აკრძალულია ნადირობა ...სასაფლაოზე


image



აი როდ-აილენდის შტატში კი გაუგებარი მიზეზით შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ქვის კედლების მოპარვისათვას საკმაოდ მკაცრი სასჯელია დაწესებული


image



იუტას შტატში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის დაწესებული აკრძალვა არ ვრცელდება ცხენზე ან სხვა ცხოველზე ჯირითის დროს


image



აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონსაც ჰყავს თავისი "ტარაკანები". აქ აკრძალულია ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანების დემონსტარცია მაღაზიის ვიტრინებში


image


ოჰაიოს შტატის მეთევზეებს არც ისე იოლი ცხოვრება აქვთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ კანონი კრძალავს თევზით სავსე ბადის წყლიდან ამოღების დროს წყლის გაშხეფებას


image



მისურის შტატში აკრძალულია მოწყალების თხოვნა ბრმად თავის მოჩვენებით


image



აი ჰავაის კუნძულებაზე კი თქვენ გელით ჯარიმა არც მეტი, არც ნაკლები....ატომური ბომბის დამზადებისათვის


image

8
317
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
317
  
2014, 18 ივლისი, 22:40
;"D
2014, 18 ივლისი, 22:37
კედლის მოპარვა:D:D:D
2014, 16 ივლისი, 19:39
ჰო მიდი აბა გააღვიძე, ზამთრის ძIლით როცა ძინავს და ნახავ ადვილი თუა, რომ დაგტორავს:D
2014, 16 ივლისი, 19:38
ამერიკა ცნობილია უაზრო კანონებით...იქ ყველა შტატს საკუთარი კანონმდებლობა აქვს:)
2014, 16 ივლისი, 19:38
იქნება ვერ ჭამ ბოლომდე და ხომ არ გადააგდებ? შეინახავ მეორე დღისთვის:D
2014, 16 ივლისი, 18:57
ვაიმე.....ცუდად ვარ :D არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო :X:X:X:X ესეც თქვენი ამერიკა :D
2014, 16 ივლისი, 18:48
ნაყინის ჯიბეში ჩადება რატომ უნდა მოგინდეს ვერ ვხვდები :D:D
2014, 16 ივლისი, 18:46
:D დათვის გაღვიძება ადვილია
0 1 8