12 ივლისს ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმმა "სიმინდის კუნძული" პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კარლოვი ვარიში დასრულდა 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზედაც ოვაშვილის ფილმი გრან-პრის მფლობელი გახდა. საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი იყო და კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი“ გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ გადაეცა.
![გიორგი ოვაშვილის ახალმა ფილმმა
გრან-პრი მოიპოვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071311244067771.jpg)
![გიორგი ოვაშვილის ახალმა ფილმმა
გრან-პრი მოიპოვა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071311253967771.jpg)