სისხლის სამართალი გოგონა,რომელიც მკვლელობის შედეგად ორგაზმს განიცდიდა 2014, 13 ივლისი, 9:41 სტუდენტმა ელენე სუხიხმა აღიარა 7 მკვლელობა, აგრეთვე მას ბრალად ედება, მკვლელობის მცდელობა, შეიარაღებული თავდასხმა, ადამიანთა გატაცება და ბანდიტური ჯგუფის წევრობა.
სვერდლოვსკის ოლქში განიხილება საქმე ადვოკატ-ნეონაცისტის ვასილი ფედოროვიჩის მეტსახელად "Гадюка"(გველგესლა)-ს ბანდიტური დაჯგუფების საქმე. ჯერჯერობით სასამართლოს წინაშე წარსდგა მხოლოდ მისი მარჯვენა ხელი, ელენე სუხიხი, რომელმაც 7 მკვლელობა ჩაიდინა და ამასთან ერთად სექსუალურ სიამოვნებას ღებულობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველი მკვლელობა გოგონამ ბანდის მეთაურთან და დანიელ პოტაშნიკივთან ერთად 2012 წლის 31 მარტს ჩაიდინა, მათ მოკლეს ეგორ პოლიანსკი, რომელიც ქალაქ ეკატერინებურგის ცენტრიდან გაიტაცეს.გარაჟში ჩაკეტეს, აწამებდნენ, ფულს სთხოვდნენ..შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და იქ ყელი გამოჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. შემდგომ ელენე სუხიხი მონაწილეობდა სირიელი მოქალაქის ჯორჯ კარა იაკუბიანის გატაცებაში და მკვლელობაში. უცხოელი მოქალაქე აწამეს, წაართვეს ნოუთბუქი და მისი საკრედიტო ბარათიდან 100 000 რუბლი გამოიტანეს.უცხოელი მოქალაქის გვამი პოლიციამ გარაჟში აღმოაჩინა. შემდეგ იყო 17 წლის ვლადისლავ ლუზინის გატაცება. შემდგომ ბანდიტურ დაჯგუფებას შეუერთდა სტუდენტი არტემ ვაფინი და ანდრეი ზორინი. მთლიანობაში ბანდამ განახორციელა 11 მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა, თუმცა თავიდან ბრალად ედებოდათ 41 მკვლელობა. "გველგესლას" ბანდის ლიკვიდაციის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 ადამიანზე აღიძრა, აქედან ორზე, დანიელ პოტაშნიკოვზე და სემენ ერმოლინსკზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა შემდგომ დაკავებულებმა აღიარეს, რომ ბანდის ერთ-ერთი წევრი დანიელ პოტაშნიკოვი თვითონვე მოიშორეს. საინფორმაციო საშუალებებს ხელში ჩაუვარდათ ელენე სუხიხის აუდიოჩანაწერი, სადაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს.ახალგაზრდა გოგონას აღიარება შოკისმომგვრელია.იგი ამბობს, რომ "სისხლის დანახვისთანავე ათავებდა". 57 5-ს მოსწონს |
ერთი წარღვნა არ გვაწყენდა