x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პოლიტიკურად ცხელი დღე საქართველოში


image

დღეს არჩევნების მეორე ტური შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში ტარდება: თბილისის, ყვარელის, თელავის, რუსთავის, თიანეთის, მცხეთის, გორის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ბაღდადის, ხონის, ტყიბულის, ოზურგეთის, მარტვილის, ფოთის, ბათუმის, ქობულეთის და ხულოს მოსახლეობა საკუთარ არჩევანს აფიქსირებს. როგორ ცნობილია ყველაზე მეტი ამომრჩეველი ხონში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში ფიქსირდება. ცსკოს განცხადებით, არჩევნები მცირე ხარვეზებით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ყველაზე მეტი დარღვევა გორის საარჩევნო უბანზე ფიქსირდება, ასევე ხულოში ბიულეტინების ჩაყრის ფაქტს ჰქონდა ადგილი, თერჯოლის რაინში კი წილის ყრის პროცესი დაირღვა. გარკვეულ დაპირისპირებას ოზურგეთშიც ჰქონდა ადგილი.

თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა, აქტიურობისა და ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.რომელიც თბილისს უკეთესს პირობებს შეუქმნის.


განცხადება გააკეთა ასევე თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, მისი თქმით თბილისს სჭირდება ისეთი მერი, რომელიც მოსახლეობასთან ანგარიშვალდებული იქნება და თითოეული თბილისელის ოჯახში კეთილდღეობის შეტანას მოახერხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოზიცია მთაწმიდის ოლქში დააფიქსირა, საქართველოში ახალი თვითმმართველობის ჩამოყალიბება დაიწყო.პოლიტიკოსებს ვქირაობთ იმისთვის, რომ გვეემსახუროს. მინდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდო. განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხმა მისცა ქართველი ხალხისა და ქვეყნის სტაბილურობას. მისი თქმით საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება საქართველოში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათი დარჩა

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0