დასავლური პრესა ბოლო დროს ალაპარაკდა 21 წლის მომღერალ სელენა გომესზე და 37 წლის მსახიობ ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე.ცოტა ხნის წინ ორლანდო ბლუმი მეუღლეს გაეყარა, თუმცა როგორც ჩანს მას ეს სრულიად არ ადარდებს და დროის დიდ ნაწილს სელენა გომესთან ატარებს.როგორც ჩანს ჭორები არც თუ ისე უსაფუძვლოა. მიუხედავად იმისა რომ ისინი ცდილობენ პაპარაცებს დაემალონ, მაინც რამდენჯერმე პაპარაცების მსხვერპლი გახდნენ. სელენა და ორლანდო ერთად იმყოფებოდნენ ჩელსი ჰენდლერის შოუზე.შოუს მიმდინარეობისას სელენამ და ორლანდომ რამდენჯერმე დატოვეს დარბაზი, ვითომდა ჰაერზე სურდათ ყოფნა.მაგრამ პაპარაცებს ისინი არც აქ გამოჰპარვიათ.
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა ძნელი სათქმელია, თუმცა სელენას ნაცნობი მომღერლები აცხადებენ რომ სელენა გომესის ნამდვილი სიყვარული ჯასტინ ბიბერია.