x
image
ნოდარ ჯოჯუა
ქუთაისში ასწლოვანი მცენარე აგავა აყვავილდა

imageქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, იოსელიანების ოჯახში ასწლოვანი მცენარე აგავა აყვავილდა.


ცნობისთვის, აგავა ყვავის ერთხელ, 5–15 წლის ასაკში, მაისიდან აგვისტომდე. ეზრდება 10–12 მ სიმაღლის ყვავილების ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათასამდე). ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდება. ცნობილია აგავის სამასამდე სახეობა. ველურად ხარობს მექსიკაში. აგავა დეკორატიული მცენარეა.


მეტწილად გავრცელებულია ამერიკული აგავა (agave americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს პარკებში. აგავის ბევრი სახეობის ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალი, გენეკენი, და სხვა) და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილს. ნარჩენებისგან მზადდება შესაფუთი ქაღალდი. აგავის შაქრიანი წვენისაგან ალკოჰოლიან სასმელებს აყენებენ.

1
2770
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2770
  
2017, 29 დეკემბერი, 10:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1