შოუბიზნესი ცოტა რამ "X ფაქტორის" გამარჯვებულის, თორნიკე ყიფიანის შესახებ 2014, 10 ივლისი, 0:36 26 წლის მომღერალი, თორნიკე ყიფიანი "რუსთავი 2"-ის პოპულარული პროექტის "იქს ფაქტორის" გამარჯვებული გახლავთ.
ექიმების ოჯახში დაიბადა, თუმცა თვითონ სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება არ უფიქრია. ქალბატონი გულიკო და ბატონი ნუკრი სანიტარულ ინსპექციაში მუშაობდნენ, დღეს კი შვილიშვილების აღზრდით არიან დაკავებული. თორნიკეს სამი და ჰყავს. მომღერალი პროფესიით არქიტექტორია. ხატვა და ხაზვა კარგად გამოსდიოდა, რის გამოც მშობლებმა არქიტექტორობა ურჩიეს. პროფესიით მხოლოდ ერთი თვე იმუშავა.
ბავშვობაში მუსიკალურ ათწლედში დადიოდა. ერთდროს ემინემის ფანმა კლასიკური მუსიკის სწავლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. დღეს კი ნანობს... 17 წლის იყო, როდესაც როკით დაინტერსდა. მამამ მანქანაში ჩაისვა და ჰენდრიქსის საუკეთესო სიმღერების მოსმენა აიძულა. მშობლებს ეგონათ მუსიკა სულ მალე მობეზრდებოდა, მაგრამ ამაოდ. გიტარაზე სულ რაღაც ერთი თვე იარა, დანარჩენი ინტერნეტის წყალობით ისწავლა. სანამ ჯგუფისთვის ვოკალისტს იპოვნიდა ამ მოვალაობასაც თავად ასრულებდა. საბოლოოდ კი მომღერლადაც შემორჩა.
21 წლის იყო, როდესაც დაქორწინდა. მეუღლე მარიამ სოსელია სარეპეტიციო დარბაზში გაიცნო. 8 თვეში იქორწინეს. მარიამი პროფესიით ექიმია. წყვილს 2 შვილი, 4 წლის ლაზარე და 3 წლის ნინე ჰყავს. თორნიკე "იქს ფაქტორში" მეუღლის თხოვნით მოხვდა და ამას არც ნანობს.
დღეს მისი შემოსავლის წყარო მუსიკაა. ორი ჯგუფი ჰყავს, ერთი თურქეთში, ერთიც საქართველოში. უნდა საყვარელი საქმე სამშობლოში აკეთოს, მაგრამ ოჯახს რჩენა სჭირდება. თორნიკემ პროექტში გამარჯვების შემდეგ ბევრი საჩუქარი მიიღო, მათ შორისაა ბინა, მანქანა, 30000 ლარი და ერთთვიანი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 509 2-ს მოსწონს 1-ს არა
|