მხატვრობა მხატვრობა ჭუჭყიანი მანქანის მინებზე 2014, 9 ივლისი, 16:52 სანამ ზარმაცი ადამიანები საკუთარი მანქანების გასარეცხად მოიცლიან, 55 წლის ამერიკელი მხატვარი სკოტ ვეიდი დროს უქმად არ კარგავს, თავის ნიჭს გასაქანს აძლევს და ამისთვის ყველანაირ ხერხს მიმართავს. გასულ კვირაში ინტერნეტსივრცე ნიჭიერი მხატვრის, სკოტ ვეიდის უცნაურმა შემოქმედებამ დაიპყრო და უამრავი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა. მხატვარი, რომელიც ხელოვნებით პატარაობიდანვე იყო გატაცებული, შედევრებს მანქანის ჭუჭყიან მინებზე, თითით ქმნის. თითოეული ნახატის შესასრულებლად არტისტს 40 წუთიდან 4 საათამდე სჭირდება. სკოტი ტეხასში ცხოვრობს, სადაც ჭუჭყიანი და მტვრით სავსე ქუჩები თითოეულ მანქანაზე აისახება. ნიჭიერი მხატვარი, სამსახურში მყოფი ადამიანების მანქანებს თავისი მორიგი შედევრებისთვის წარმატებით იყენებს, რასაც ფოტოზე ასახავს და შემდეგ თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული ტეხასის მცხოვრები, სამსახურიდან გამოსვლისას მოუთმენლად ელიან თავიანთ რიგს და მანქანაზე შესრულებულ ხელოვნების ნიმუშს. აღსანიშნავია, რომ ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და წინარე ისტორია გააჩნია, რომელიც დიდი ფიქრის შედეგად არის შექმნილი. ამ ყველაფერმა სკოტს დიდი პოპულარობა მოუტანა და დღეს ის უამრავი ფესტივალების, კორპორატიული საღამოებისა და წვეულებების ორგანიზატორია. 54 4-ს მოსწონს
|