ქალი და მამაკაცი სასიძომ ქორწილის დროს თქვა უარი პატარძალზე თაიგულში ნაპოვნი კომპრომატის გამო 2014, 9 ივლისი, 9:38 მამაკაცმა შური იძია ყოფილ შეყვარებულზე, არ მისცა საშუალება ცოლად გაყოლოდა სხვა მამაკაცს.
ყოფილმა შეყვარებულმა ახალ-დაქორწინებულებს აჩუქა ყვავილების თაიგული, სადაც დამალული იყო პატარძლის ინტიმური ფოტოები.როდესაც სასიძომ აღმოაჩინა სურათები დაუყონებლივ უარი თქვა მის ცოლად მოყვანაზე...ქორწინება რამდენიმე საათის შემდგომ შეწყდა იუწყება Daily Mail-ი. როგორც მუსულმანმა ღვთის მსახურმა შეიხ გლახი ბი აბდულ აზიზ აკ-შამარიმ ჟურნალისტებს განუცხადა ახალგაზრდა მამაკაცი მასთან მოვიდა ქორწილის მეორე დღეს, იგი შოკირებული და ძლიერ აღევებული იყო. როგორც შემდგომ გაირკვა გოგონას ყოფილი საყვარელი აშანტაჟებდა, ეუბნებოდა, რომ არ გათხოვილიყო, დარჩენილიყო მასთან, თუმცა ახალგაზრდა ქალს სურდა ახალი ცხოვრების დაწყება, უნდოდა ყოლოდა ბედნიერი ოჯახი, გაეჩინა შვილები.თუმცა გოგონას ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. მოქმედი გმირების სახელები და ადგილი სადაც ეს მოხდა არ ხმაურდება, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შემთხვევა საუდის არაბეთში მოხდა. ასეთი შემთხვევა პირველი არაა და არც უკანასკნელი, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უნგრევს. სწორედ მსგავსი შანტაჟის თავიდან აცილების მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში შემოღებული იქნა კანონი, რის მიხედვითაც დაშორებული წყვილი ვალდებულია გაანადგუროს ყოფილი შეყვარებულის ინტიმური წერილები, ფოტო თუ ვიდეომასალა. 1274 8-ს მოსწონს
|