სხვა ერთოთახიანი სახლი, რომელიც 1,8 მილიარდი ღირს 2014, 5 ივლისი, 8:49 მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ერთოთახიან ბინად შეფასდა ტოკიოს ცენტრში, ყველაზე ძვირადღირებულ და ელიტურ რაიონში მინამუ-აზადიში მდებარე ერთოთახიანი ბინა «The House», რომლის საერთო კვადრატული ფართი 411, 932 მეტრია. ამ ბინის ღირებულება 1, 8 მილიარდი იენია, რაც ა.შ.შ-ს დოლარზე 21, 8 მილიონია.
ბინაში არსებული ყველა ავეჯი ინდივიდუალურად დამზადდა პროექტით Cecotti Collezioni. კედლები და კარებები დამზადებულია იტალიური-ნატურალური ქვითა და ხით. სასადილო ოთახი მოწყობილია სამზარეულოში იაპონურ- Ryotei-ს სტილში, რათა მზარეულმა პირდაპირ, გაუნელებელი სადილი მიართვას ოჯახის წევრებსა და სტუმრებს. ბინის კედლები ხელთქმნილია ცნობილი დიზაინერის- "ხიროში სენდჟუ-ს" მიერ. ავეჯის ნაწილი კი შეძენილია ფირმა La Cornue-ში. ბინას ასევე აქვს 2 აბაზანა და 1 საპირფარეშო. სახლის დერეფანს გააჩნია მოძრავი კედლები, რომლებიც იღება და მიღმა კი ჩაშენებული კარადებია, სადაც 200 წყვილი ფეხსაცმელი, უამრავი ტანსაცმელი და ჭურჭელია განლაგებული. და ბოლოს, სახლს ასევე გააჩნია ტერასა ფრანგულ- დახვეწილ და მხატვრულ სტილში, რომელიც გაჰყურებს გარე სამყაროსთან იზოლირებულ შიდა ბაღს. P.S. მფლობელის ვინაობა წყაროდან უცნობია. 1295 16-ს მოსწონს
|