სხვა ძალადობა ოჯახებში 2014, 2 ივლისი, 23:52 ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად საუბრობენ ოჯახური ძალადობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის ვაკუუმს არ განვიცდით და უფლებების შესახებაც უამრავი ვიცით, კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალები დუმილს ამჯობინებენ. ჩემი რესპოდენტიც თვლის, რომ ძალადობის მსხვერპლია, ამ თემაზე პირველად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, უფლებების დაცვას არ აპირებს, ამბობს რომ ყველა ოჯახში არის კონფლიქტის და ძა ლადობის ელემენტები. -ყველაფერი, რომ ვთქვა, რაც ჩემ ოჯახში ხდება, ნამდვილად ოჯახური ძალადობა გამოვა. რა ვქნა სარჩელი უნდა შევიტანო? მერე რა უნდა ვთქვა, ჩემი ქმარი სვამს, მაგინებს და ჩემი პიროვნების დაკნინება ხდება თქო? კი ბატონო ვიტყვი, სარჩელსაც შევიტან და სავარაუდოდ პროცესსაც მოვიგებ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილად არ იქნება ხელსაყრელი. მეუღლეს მშვენიერი სამსახური და სოლიდური ხელფასი აქვს. მე და ბავშვებს არ გვაკლებს არც საზოგადოებაში ყოფნას, არც დასასვენებლად წასვლას. საკვებსა და ლამაზად ჩაცმა-დახურვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მოსწონს, როცა მოწესრიგებულებს გვხედავს. ამის მიუხედავად, საკმაოდ რთული ადამიანია. უყვარს დალევა, მამცირებს კიდეც, გინებაზე აღარაფერს ვამბობ. რამდენჯერმე შვილების თანდასწრებით ხელიც გამარტყა. ბევრჯერ მიტირია, წარმოიდ გინე, გაყრაზეც კი დავფიქრებულვარ, მაგრამ ოჯახის დანგრევა ვერ გავბედე. ძალადობა მოვითმინე. დღესაც იმიტომ ვითმენ, რომ მატერიალურად ვართ მე და ჩემი შვილები უზრუნველყოფილი. რომ ავდგე და წავიდე, ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო, ეს კი წარმოუდგენელია. არც სამსახური მაქვს, არც დანაზოგი. ან სად უნდა წავიდე. მოხუც მშობლებს ნამდვილად ვერ ვეტყვი, არ გამიმართლა, ცუდი ხასიათის ქმარი მყავს და უნდა მარჩინოთ თქო. ზოგჯერ რეალობიდან გაქცევას ვცდილობ, მშვიდად ვიტან პრობლემებს. სათქმელი დამიჯერეთ ბევრი მაქვს, მაგრამ უთქმელობა მირჩევნია. ხომ იცით ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ ქმითაც დაშავდების. ჩვენს ქვეყანაში ქალების 80% ძალადობის მსხვერპლია. ვიცით ეს ცუდი რომ არის, მაგრამ გამოსავალიც რომ არ არსებობს, ესაა უბედურება. ს სახელსა და გვარს რესპოდენტის სურვილის შესაბამისად არ ვასახელებთ. პროფესიით პედაგოგია, თუმცა არასდროს უმუშავია. თავის დროსა და ენერგიას მთლიანად ოჯახს ახმარს. ამბობს, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობა დასაგმობია. პირველ რიგში კი სახელმწიფო სისტემაშია ცვლილებები საჭირო.როცა უმუშევრობის პრობლემა აღარ იარსებებს და ქალებს დამოუკიდებლად შეეძლებათ ოჯახების რჩენა, მაშინ ოჯახურ ძალადობასთან შებრძოლებაც რეალური შედეგის მომტანი იქნება.ახელმწიფო სისტემაშია ცვლილებები საჭირო. ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა, რა ძალადობის აღმოფხვრაზეა ლაპარაკი. ნანა კუკულავა 65 2-ს მოსწონს 1-ს არა
|