მოვლენები "მის ბიკინი 2014"-ის გამარჯვებული 17 წლის მარიამ დონაძე გახდა 2014, 2 ივლისი, 12:22 28 ივნისს გაიმართა "მის ბიკინი 2014"-ის ფინალი "ჯინო ფერედაისში". სილამაზის კონკურსის სრული სახელი ასე ჟღერს-"WORLD BIKINI MODEL INTERNATIONAL 2014". ამ კონკურსის ორგანიზატორი არის სამოდელო სააგენტო "ირაკლეონის" დამფუძნებელი, დიზაინერი ირაკლი კახნიაშვილი. იგი 15 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში მუშაობდა დიზაინერად და ახლა საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოაყალიბა თავისი სახელობის ბრენდი, რომელშიც ბევრი რამ იქნება გაერთიანებული, რაც კი მოდასთან კავშირშია... ირაკლი კახნიაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ კვარტალში ერთხელ მოაწყოს მსგავსი სილამაზის კონკურსები. კონკურსის პირობები მარტივი იყო, გოგონები მინიმუმ 170 სანტიმეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყვნენ, სხვა პარამეტრები არ იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც კონკურსის ორგანიზატორმა ირაკლი კახნიაშვილმა აღნიშნა, 70 კილოგრამიანი წონის მქონე გოგონებსაც ქასთინგში მონაწილეობაზე ვერ ეტყოდნენ უარს, თუმცა მათ გამარჯვების შანსი არ ექნებოდათ და ვერ აირჩევდნენ კონკურსისთვის. ასაკით კი 17-დან 28 წლამდე ლამაზ გოგონებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. კონკურსის დევიზია, რომ ქართული სილამაზე მსოფლიომ აღიაროს და "სილამაზე ფასდება ქულებით და არა ფულებით". ჟიურის წევრებად მიწვეულნი იყვნენ ცნობილი ქართველები სხვადასხვა სფეროდან: საბოლოოდ კი, ფინალში გასულ ლამაზმან კონკურსანტებს შორის, "მის ბიკინი 2014"-ის გამარჯვებული, 17 წლის მარიამ დონაძე გახდა. კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებული გაემგზავრება ჩინეთში და წარსდგება საქართველოს სახელით. ახლა კი გთავავზობთ გამარჯვებული გოგონას, მარიამ დონაძისა და "მის ბიკინი 2014"-ის კონკურსანტების ფოტოს. ასე გამოიყურებოდნენ "მის ბიკინი 2014"-ის კონკურსანტები: 627 3-ს მოსწონს
|