x
image
Diva
მსოფლიოს 10 მოდური სუბკულტურა
1. Rockabilly


მთავარი სუბკულტურა, რომელიც წარმოადგენს მოდის და მუსიკის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ სტილს, წარმოიშვა 1940-1950 წლებში. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა rock'n'roll-ის ეპოქამ-ელვის პრესლი, ბადდი ჰოლლი და ა.შ ახასიათებს ვინტაჟური სტილი, წითელი პომადა, ჯინსები, ტყავის ქურთუკი და ა.შ

image








































2. Skinhead


ეს კულტურა უკავშირდება ლონდონელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ “აგრესიულ'' ტენდენციას, რომელიც გამოიხატებოდა თავის გადაპარსვით და უხეში ჩაცმულობით 60-იან წლებში.შემდგომ ის შეერწყა ჰარდ როკს და პანკის სუბკულტურებს, თუმცა გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.დამახასიათებელია მაღალყელიანი ჩექმები, ღია ფერის ჯინსები, აკეცილი შარვლები(ჩექმის გამოსაჩენად), ტყავის ქურთუკები და აჭიმები.


image


3. Gangsta


ამ სუბკულტურის ფუძე მუსიკალური მიმდინარეობა-რეპია.ამ მოდური კულტურის მთავარ ხატად ითვლებიან 50 Cent და Jay-Z. დამახასიათებელია: განიერი შარვლები, რომლიდანაც აუცილებლად საცვალი უნდა ჩანდეს, სპორტული ფეხსაცმელი.



image



4. Lolita Fashion


ლოლიტა სტილი განსაკუთრებულად პოპულარულია იაპონიის ქუჩის მოდაში მოყოლებული 80-ანი წლებიდან.მასზე გავლენას ახდენს ვიქტორიანული და როკოკოს ეპოქის ტანსაცმელი.დამახასიათებელია: ფერუმარილით გათეთრებული სახე, ფუშფუშა მრავალფენიანი ტანსაცმელი.

image


5. Steampunk



ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სუბკულტურა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასავლური ინდუსტრიული ცივილიზაციის ერას, როგორც ქვეჟანრს სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურისა, რომელიც გვიჩვენებს ორთქლის მექანიზმებს.დამახასიათებელია კორსეტები, ოდნავ ფერგადასული მოსაცმელები, გრძელი ქურთუკი, აქსესუარებად -ქოლგა, სათვალე.


image


6. Goth

გოთური მოდა წარმოიშვა 70-იან წლებში და დაკავშირებულია პანკ-როკთან.შავი ტანსაცმელი, შავი თმა და თეთრი სახე, და რა თქმა უნდა შავი პომადა-ეს გოთური სუბკულტურაა.

image


7. Grunge



Grunge კულტურის მიმდევრებისთვის დამახასიათებელია დევიზი “მე არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები''. ეს ტენდენცია არის საპირისპირო მხარე მოდის და გლამურის.დამახასიათებელია მეორადი ტანსაცმლის გამოყენება, განიერე კუბოკრული პერანგები, გახეხილი, დახეული ჯინსები.ამ სტილის არსია კომფორტი და ძვირადღირებული მოდის უარყოფა. დღესდღეობით კი უფრო მოდურ ტენდენციათაა ქცეული.

image

8. Punk



ერთ-ერთი ცნობილი სუბკულტურა, რომელიც ჩამოყალიბდა 70-იან წლებში.სიმბოლო ინდივიდუალიზმის და აჯანყების.Punk მოდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა Vivienne Westwood. დამახასიათებელია: Mohawk ვარცხნილობა, შეღებილი თმა, სამხედრო ჩექმები, აუცილებლად მეტალის აქსესუარები.

image

9. Emo


ემო სტილი პირველად გვხვდება 80-იან წლებში ვაშინგტონში.მისთვის დამახასიათებელია ვიწრო შარვალი, ფერადი მაისურები, გრძელი სწორი თმა.image



10. Hipster


დაკავშირებულია ალტერნატიულ და ინდი მუსიკასთან.დამახასიათებელია: ძველებური ტანსაცმელი, ვიწრო შარვალი, მზის სათვალე, სვიტერები, ფეხსაცმელი-ოქსფორდები, კონვერსები, შარფი.image




















































































































0
223
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Diva
Diva
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0