x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური სავაჭრო ავტომატები მსოფლიოში
სავაჭრო ავტომატები ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს გამოჩნდა: იყო გაზიანი წყლების ჩამომსხმელი ავტომატები, სიგარეტისა და ასანთის გასაყიდი ავტომატები და კიდევ რამოდენიმე ამდაგვარი მანქანა-აპარატი.

იმ დროიდან მოყოლებული სავაჭრო ავტომატებმა დიდი სახეცვლილება განიცადა: ისინი დაიხვეწნენ და უფრო სრულყოფილი და მოხერხებული გახდნენ კლიენტებისათვის. მანქანები ბევრ ისეთ საქმეს აკეთებენ, რაც ადამიანს წინათ წარმოუდგენლად მიაჩნდა, ხოლო სავაჭრო ავტომატებით ისეთი ნივთების გაყიდვა დაიწყეს, რომ გაოცებისაგან თვალებიც კი გაგიფართოვდებათ.

მოდით მცირე ექსკურსი ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ ყველაზე უცნაური სავაჭრო აპარატებიდან რამოდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ეგზემპლარი.


1. ავტომატი, რომელიც ყიდის ცოცხალ კიბორჩხალებს



image


ჩინეთის ქალაქ ნანკინში არსებობს სავაჭრო ავტომატი, რომელიც ცოცხალ კიბორჩხალებს ყიდის. იმისათვის, რომ პროდუქტი ცოცხლად შეინახოს, მანქანაში მკაცრადაა დაცული ტემპერატურული რეჟიმი და ის მუდამ 5 გრადუსია. თუ ყიდვისას მოულოდნელად მკვდარი კიბორჩხალა მოგაწოდათ აპარატმა, მაშინ კომპანია ბოდიშს მოგიხდით და 2 ცოცხალი კიბორჩხალით დაგასაჩუქრებთ მორალური ზარალისათვის.


2.ავტომატი, რომელიც ვაჭრობს ხიზილალით


image


კიდევ ერთი მანქანა, რომელიც ზღვის პროდუქტს ყიდის, ამჯერად საკმაოდ დელიკატურს და ძვირფასს-თართის ხიზილალას Imperial River Beluga Caviar. ავტომატები მდებარეობს ლოს-ანჟელესის უბნის ბევერლი -ჰილზის სავაჭრო ცენტრებში ( სხვაგან აბა სად იქნებოდა ესოდეს ძვირფასი პროდუქტის ავტომატი?). ერთი უნცია ხიზილალა (28, 3 გრამი) 500 დოლარი ღირს. გარდა ამისა, ეს ავტომატები ყიდიან ხანანწკებს, ტრიუფელებს და პერლამუტის კოვზებსაც კი!




3.სალათა სავაჭრო ავტომატიდან


image


ეს უცნაური ავტომატი, როემლიც მდებარეობს იაპონიაში, ღირს 90000 დოლარი და მას ჰქვია შეფ-მზარეულის ფერმა(“The Chef’s Farm”). მასში შესაძლებელია დღეში 60-მდე ძირი სალათის გაზრდა და გაყიდვა. სალათის გაზრდისათვის დღის სინათლეც არაა საჭირო, ავტომატში დამონტაჟებულია ფლოლუმინესცენციური ნათება.



4.მთელი პიცერია სავაჭრო ავტომატში


image


ავტომატი «Let’s Pizza» 24 საათის განმავლობაში ყიდის ცხელ ახალგამომცხვარ პიცას 6 დოლარად. მანქანა ზელს ცომს, აბრტყელებს, უსვამს მასზე წინასწარ მომზადებულ სოუსს, არჩევს ინგრედიენტებს თქვენი სურვილის მიხედვით, დებს ღუმელში და აცხობს პიცას. მომზადების მთელი პროცესი სულ 3 წუთს გრძელდება. ეს ავტომატი ნამდვილი საინჟინრო ხელოვნების ნიმუშია.


5.თუკი ბანანი ძალიან გინდათ


image


ტოკიოს ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე არის ავტომატი, რომელიც ვაჭრობს ბანანებით. მას შეუძლია გაყიდოს როგორც ერთი ცალი ბანანი, ასევეე მთელი შეკვრა. თითოეული ნაყოფი სათუთად იფუთება პერგამენტში. ერთი ბანანი 1, 5 დოლარი ღირს, რაც გაცილებით ძვირია უნივერმაღის ფასზე.

ავტომატის გვერდით დგას სანაგვე ურნები იარლიყების ჩასაყრელად.




6. სავაჭრო ავტომატი, რომელიც ყიდის კარტოფილ ფრის


image


ეს ავტომატები "შრომობენ" ავსტრალიაში. მათში არის საყინულე გაყინული ნახევარფაბრიკატებისათვის, რომლებიც შეკვეთის შემოსვლიდან სულ 2 წუთში იწვება ზეთში.




7.იაპონური ავტომატი-ბარმენი, რომელიც საკეს და ლუდს ასხამს


image


კანონის შესაბამისად, ავტომატი მუშაობს წყვეტს ღამის 11 საათზე.





8.კვერცხის სავაჭრო ავტომატი იაპონიიდან


image


ყოველ დილით ეს სავაჭრო ავტომატი ივსება ახალთახალი კვერცხით, რომლის 10-12 ცალი 3 დოლარი ღირს... სულაც არაა ძვირი.



9.მანქანა ცხელი პურით


image


ეს ავტომატი, რომელიც გერმანიაში მდებარეობს, ყიდის პურს და ამასთანავე ცხელ პურს, უბრალოს კი არა. მანქანა წამების განმავლობაში აცხელებს პურს მყიდველის თვალწინ.




10.კეთილშობილი ღვინოების დაგემოვნება მოგინდათ?


image


მაშინ ესტუმრეთ პენსილვანიაში მდებარე ამ უზარმაზარ ავტომატებს. ამოირჩიეთ თქვენი სასურველი ღვინო და ისიამოვნეთ მისი სურნელით.



11.ბრინჯის გასაყიდი ავტომატები იაპონიაში


image


რა თქმა უნდა, აზია და ბრინჯი-ეს ორი განუყოფელი ნაწილია. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველგან და ყოველთვის. ამიტომ ერთ-ერთ იაპონურ ქალაქში დადგეს ეს უზარმაზარი ავტომატი, რომელიც სხვადასხვა ხარისხის ბრინჯს ყიდის.




12.ჩამოსასხმელი ლუდი ზაფხულის ცხელ დღეს


image


ისევ იაპონია-ეს აპარატი 12 დოლარად ჩამოგისხამთ საუკეთესო ხარისხის ცივ ლუდს.



13.სავაჭრო ავტომატი-რესტორანი ნიდერლანდებში


image


ამსტერდამში მდებარე ეს უზარმაზარი ავტომატი მოგიმზადებთ სადილს რამოდენიმე წამში. მენიუში შედის სხვადასხვა სახის კერძები: ფრიკადელები ხბოს და ცხვრის ხორცით, ბუტერბროდები და სხვა გემრიელი სასუსნავი. ნებისმიერი კერძის ფასი 10 დოლარზე ნაკლებია.




14.იაპონური სავაჭრო ავტომატი, რომელიც დაკონსერვებულ პურს ყიდის


image


ეს ავტომატი ყიდის ლამაზად შეფუთულ დაკონსერვებულ პურს, რომელიც წამების განმავლობაში მყიდველის სურვილისამებრ გაივსება ჯემის, შოკოლადის ან ხილის შიგთავსით.




15.ავტომატი, რომელიც ყიდის...Kindle-ის პლანშეტებს


image


ამ საცდელ მანქანას, რომელიც აშშ-ის ბევრ ქალაქშია მოთავსებული, სახელად «Kindle Kiosk» დაარქვეს. ის ყიდის ყველაფერს 379 დოლარიანი Kindle Fire HDX-დან დაწყებული 20 დოლარიანი ადაპტერით Kindle PowerFast-ით დამთავრებული.



16.თუ ლიფი სასწრაფოდ დაგჭირდათ...


image


დიახ, უცნაური სავაჭრო ავტომატებით ცნობილ იაპონიას აი ასეთი ავტომატიც კი გააჩნია, რომელიც ბიუსტჰალტერებს ყიდის.

ეს ავტომატები 2013 წელს გამოჩნდა იაპონიაში. მათ წინა მხარეზე დამონტაჟებულია პანელი, რომელიც აგიხსნით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ლიფის ზომა. ცნობისათვის, ერთი ლიფის ფასი 30 $-დან იწყება.



17.ავტომატი, რომელიც ვაჭრობს მედიკამენტებით


image


თუ თქვენ აშშ-ში ხართ, ხელთ გაქვთ ექიმის რეცეპტი, მაგრამ არ გსურთ აფთიაქში ფარმაცევტებთან ურთიერთობა, მაშინ ისარგებლეთ ამ ავტომატების მომსახურეობით.



18.ავტომატი უსარგებლო ნივთების გასაცვლელად


image


დიახ, ასეთი ავტომატიც არსებობს- ხანდახან სახლში აღმოგაჩნდებათ ნივთი, რომელიც სრულებით არ გჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ის სხვას გამოადგეს, მაშინ შეგიძლიათ ის გაცვალოთ რაიმე თქვენთვის უფრო საჭირო საგანში.

ავტომატი Swap-O-Matic, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ბარტერის დროს ფულს არ ითხოვს, უბრალოდ ის დაფუძნებულია პატიოსან და წესიერ ბარტერზე. ავტომატს თქვენ აწვდით რაიმე ნივთს და სამაგიეროდ იღებთ მას, რომელიც მოგწონთ.




19.ოქრო სავაჭრო ავტომატიდან?


image


თურმე შესაძლებელია ოქროს ყიდვაც კი სავაჭრო ავტომატებიდან. ავტომატი Gold to go, რომელიც ბერლინში მდებარეობს, ვაჭრობს ოქროს ზოდებით.

უბრალოს გადაიხადეთ ფული პლასტიკური ბარათით და ოქროს ზოდი, წონით 1 გრამიდან 0, 5 კილოგრამამდე, თქვენი საკუთრება გახდება.



20.ავტომატი, რომელიც ყიდის იახტებს და "ბენტლის" ავტომანქანებს


image


დიახ, არ მოგესმათ, ასეთი ავტომატიც არსებობს. ის მდებარეობს მაიამი-ბიჩში და მაქიმალური თანხა, რაც კი აქ ნივთში შეგიძლიათ გადაიხადოთ, 1 მილიონი დოლარია.

მენიუში არის მდიდრული იახტების და ვილების დაქირავება, Bentley-ის ავტომობილების და BMV-ს მოტოციკლების შეძენა და კიდევ სხვა მრავალი ძვირფასი სერვისი. რა თქმა უნდა, ეს მდიდრული ნივთები ავტომატის შიგნით არ დაეტევა-ის უბრალოდ გაძლევთ ვაუჩერს, დამამტკიცებელ საბუთს იმისას, რომ ესა თუ ის ნივთი თქვენი საკუთრებაა.

0
338
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0