სხვა თქვენი ფსიქოლოგია ხელმოწერის მიხედვით 2014, 1 ივლისი, 20:30 ყველამ ვიცით, რომ თითოეული ადამიანი- პირადი, ინდივიდია; მაშასადამე მათი ხელმოწერებიც ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ხელმოწერას ფსიქოლოგები ყოველთვის ანიჭებდნენ ერთ-ერთ დიდ მნიშვნელობას ადამიანის ხასიათის თვისებათა გამოვლენაში. ამერიკელი ფსიქოლოგი ჯეიმს რასკინი ხელმოწერას 40-ზე მეტი ნიშნით უკეთებდა ანალიზს და ამბობდა : თუკი ის ფართოა, მიუთითებს მფლობელის გლობალურ აზროვნებაზე; გრძელი - ადამიანს სურს პრიბლემის არსში ღრმად შეღწევა და მეტი გულმოდგინება, მის მფლობელს ასევე მონოტონური სამუშაო გულზე არ ეხატება. თუკი ხელმოწერა მომრგვალებულია, მისი პატრონი რბილი, კეთილი და გაწონასწორებულია. კუთხოვანი - მოუთმენლობაზე, გაღიზიანებაზე, დამოუკიდებლობაზე, პატივმოყვარეობასა და სიჯიუტეზე მიუთითებს. ასოებს შორის მოკლე მანძილი ხელმოკლეობაზე, სიძუნწეზე და ჩამჯდარ ეკონომიურობაზე მიგვანიშნებს, მით უმეტეს, თუ ასოებიც წვრილია. ხელმოწერის დახრილობა - თუ მარჯვნივაა დახრილი, ინდივიდუალისტია, ბალანსირებული და გააჩნია გაგების უნარი. სწორი ხელმოწერა თავშეკავების, სწორხაზოვნების და გონიერების დამადასტურებელია. ერთად მოცემული სხვადასხვა ტიპის დახრილობა- დახურულობის და არაგულწრფელობის ნიშანია. დაწოლილი ასოები- სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებს. თუ დამამთავრებელი შტრიხი მაღლაა- მისი მფლობელი ოპტიმისტია, თუ დაბლა- პესიმიზმის მიდრეკილებაზე მიანიშნებს, სწორი- დაბალანსებული ხასიათის დამადასტურებელია. ხელმოწერის კუდი რაც უფრო გრძელია, ასეთი ადამიანი ნაკლებად ეგუება სხვის აზრს, ფრთხილია და სიტუაციას ბევრს წონის, მოკლე კუდი - უზრუნველობის ნიშანია. ხელმოწერაზე ხაზის გასმა - თუ ხაზი ქვევიდანაა თავმოყვარეობაზე მუითითებს, გარემოს აზრზე დამოკიდებულებასა და ადვილად განაწყენებად ხასითზე მიანიშნებს. ხოლო თუ ხაზი ზევიდან არის, ავტორი თვითკრიტიკულია, საკუთარი თავით უკმაყოფილოა და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. თუკი ხელმოწერა სიმეტრიულია, საიმედო და გეგმაზომიერ ადამიანთან გვაქვს საქმე, ასიმეტრიულის პატრონი, არამყარი ხასიათის, ემოციური და გაუწონასწორებელია. მარტივი ხელმოწერის პატრონი თვლის, რომ კარგი პრინციპით ცხოვრობს და მისთვის პრობლემა არ არსებობს. ძალიან დატვირთული ხელმოწერის მფლობელი ბუზისგან სპილოს შექმნის. ორიგინალურის მქონე კი თავის შემოქმედებით პოტენციალზე მიუთითებს. რაც უფრო მარტივი ხელოწერაა, მით უფრო გულღიაა ადამიანი. თუკი ხელი ქაღალდზე მეტისმეტი დაჭერითაა მოწერილი- ავტორი აგრესიულობაზე მიუთითებს, თუკი სუსტად ჩანს გულდახურულია, ძლიერად - საკუთარი თავის რწმენას მიანიშნებს. ეს არის ძირითადი ნიშანთვისებები, რომლებიც დღეს გამოკვლეულია, თუმცა აუცილებელია ისიც დავამატოთ, რომ 100%-ით ყველა ადამიანზე არასდროს მართლდება. P.S. როგორია თქვენი? 1590 18-ს მოსწონს
|