დიდ ბრიტანეთში ენდრიუ ვორდლი, რომელიც წარმოშობით მანჩესტერიდან არის, პენისის გარეშე დაიბადა.იგი 39 წლისაა და დაცვის სამსახურის თანამშრომელია.მას სურვილი აქვს გაიკეთოს ოპერაცია და პენისი დამზადდეს მისი მკლავიდან აღებული ხორცის მასალით.
დაბადებისას მას საშარდე ბუშტი გარეთ ჰქონდა გამოტანილი, რის შემდეგ ჩაუტარდა ოპერაცია და საშარდე ბუშტი ექიმებმა თავის ადგილზე მოათავსეს, თუმცა ენდრიუს მდგომარეობა სრულიად მაინც არ გამოსწორებულა.გადაწყდა მას ჩაუტარდეს სამი ოპერაცია, რის შემდეგ მკლავიდან აღებული მასალით მოხდება პენისის დამზადება.საბოლოოდ კი ენდრიუს შეეძლება სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება.