x
image
pepe
ადმინისტრაციას

ძალიან გთხოვთ მასალები შემოწმოთ და ისე დაბლოკოთ პროფილები. ჩემმა ერთმა მეგობარმა მთელი დღე იწვალა რაღაც სტატიების ამ საიტზე დადებაზე, საკმაოდ ვრცელი ინფორმაციები იყო და საკმაოდ საინტერესო. შეცდომით იყო ის ლინკი გამოგზავნილი, რომლიდანაც დაკოპირებაში დასდეთ ბრალი. სათაური თუ ერთი და იგივე აწერია ეს იმას არ ნიშნავს რო მასალა ერთი და იგივეა. გასაჩივრებაც გამიგონია და დაბლოკვაც, მაგრამ ამ ყველაფერს ახსნა ჭირდება. სამართლიანად რომ დაბლოკოთ არ იტყვის არავინ არაფერს, მაგრამ ეს ცოტა ზედმეტია. მესმის მასალა ბევრია და ყველაფრის გადახედვა ცოტა რტულია, მაგრამ რა დავაშავეთ ამ საიტის მომხმარებლებმა? მე თუ იგივე სათაური დავაწერე რაც სხვას ეწერა ამიტო იგივეა? დედა ენა რომ დავაწერო ვეფხისტყაოსანს იგივე გახდება?

გთხოვთ ნუ დაბლოკავთ ასე უაზროდ პროფილებს და წესიერად შეამოწმეთ ხოლმე მასალები. როგორც ჩანს ადმინისტრაციას ეზარება იმეილზე დაბრუნებული პასუხების წაკითხვა და ამ საიტის ფუნქცია "საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში, მოგვწერეთ რჩევები და შენიშვნები" უაზროა, რადგან ბევრი მონაწერი რეაგირების და პასუხი გარეშე დატოვეთ.

4
50
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:pepe
pepe
50
  
2012, 1 ივნისი, 3:29
გეთანხმეები.. მეც მაგალითად ტყუილად დამებლოკა ბევრი ვიდეო. უსამართლოდ. იმაშიც დაგეთანხმები რო ადმინისტრაციას წერილი მეც მივწერე და რეაგირება არ მოახდინეს.
2012, 22 მაისი, 12:18
მართალი ხარ. ჩემი ვიდეოები უაზროდაა დაბლოკილი, სტატიებიც დამიბლოკეს. ერთზე მომიხსნეს ბლოკი როცა დავარწმუნე რომ ჩემი სტატია იყო და ერთი მასთან ერთად გავასაჩივრე და ჯერჯერობით მასზე არაფერი არ ისმის. რომ შევდივარ აწერია "სტატია შეჩერებულია" და ქვემოთ აწერია "თქვენ ეს მასალა გასაჩივრებული გაქვთ ადმინისტრაციასთან". როდემდე უნდა იყოს ასე? გადახედონ და გადაამოწმონ ხოლმე მასალები სანამ დაიბლოკება.
2012, 13 მაისი, 7:18
რასაც წერ ეგ კარგია, მაგრამ სხვა თემაა. მე სხვა რაღაც დავწერე. ჩემმა მეგობარმა საკუთარი სტატიები დადო და იგივე სათაურით სხვას ქონდა სხვა საიტზე ატვირთული რაღაც, ამის გამო მისი სტატიები დაბლოკეს და ის არ უნახავთ რომ სხვა რაღაც იყო. იმის აკრეფაზე მთელი დღე წვალობდა და რის გამო დაუბლოკეს? იმიტო რო მისი მსგავსი სათაურით სხვასაც ქონდა რაღაც დადებული?
+ ჩემი რჩევა.... facebook-ი "დაარეკრუტეთ" 34 ლაიქი არაფერია, გინდა არსებობდეს გინდა არა. რეიტინგული საიტი რომ გახდეს მეტი facebook მომხმარებელი უნდა შეყაროთ. & კიდევ, ვიდეოებს youtube-ზეც უყურებს ხალხი ჯერ ახალი ამბები და სტატიების ბოქსი უნდა იყოს და მერე ვიდეოების (მემგონი). მესამე, რეკრუტის შემდეგ უკვე შესაძლო იქნება აიყვანოთ ჟურნალისტები რომლებიც ოფიციალურად ექსკლუზივს გააკეთებენ თქვენი საიტისთვის და შეგეძლებათ copy გამოურთოთ საიტს, რომ არ მოხდეს სხვა მედია საიტებზე გადაკოპირება... ამით რა?! მეტი მომხმარებელი მეტი რეკლამა და მეტი თანხა... უბრალოდ რჩევააა, სდრაც 2 კვირაა ვაკვირდები საიტს და ეს დასკვნა გამოვიტანე.
0 1 4