x
image
Diva
კომპანია google ოფისი და მისი თანამშრომლების სასაცილო საჩივრები
არაერთი გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს
თითქმის ყველა კუთხეში google-ი ერთ-ერთ
სასურველ და საოცნებო სამუშაო ადგილად ითვლება. ეს განპირობებულია არა მარტო
კომპანიის მაღალი შემოსავლიანობით, არამედ კომპანიის
შიგნით არსებული გარემო-პირობებით.

image









რას სთავაზობს google თავის თანამშრომლებს?

მოქნილ სამუშაო გრაფიკს


სპორტულ დარბაზებს თავისი აღჭურვილობით

ვიდეო თამაშების ოთახს

სათამაშო მაგიდებს

კომპანიის პარკინგის არეალზე ჰოკეის ტურნირებს კვირაში ორჯერ

ოთახებს უფასო სადილითა და წახემსებით

უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურეობა

მანქანის გაზის გამოცვლა და გარეცხვა

თანამშრომლებს შეუძლიათ სამსახურში მოიყვანონ თავიანთი ძაღლები

იარონ ღამის სამოსში

ქიმწმენდის ოთახი

საცურაო აუზი

სილამაზის სალონი

imageimage

google-ს სამზარეულოში ყოველდღე ახალი, ჯანსაღი საკვები ხვდებათ თანამშრომლებს საკმაოდ დიდი ასორტიმენტით, ასევე ინგრედიენტები რათა მათი სურვისამებრ მოხდეს საკვების მომზადება. მაგალითად ოფისის სამზარეულო სავსეა სხვა და სხვა სორტის და გემოვნების იოგურტებით, ხილით, რძის პროდუქტებით და სხვა ბევრი სასუსნავით.

imageimage

googl-ის თანამშრომლების პრეტენზიები:


1.“იმის გამო, რომ საჭმელი შეუზღუდავია, ვსუქდები"

2."სასმელი სამზარეულოში არ არის საკმარისად ცივი, ამის
შემდეგ როგორ ვიმუშაო?’’.

3."ძალიან დიდი გზის გავლა მიწევს სპორტდარბაზამდე. ჩემს
კორპუსშიც უნდა გახსნათ ტრენაჟორები, რათა სიარულში დრო არ დავკარგო"

4."ეს 100 დოლარიანი ყურსასმენები, რომლებიც უფასოდ გვირიგდება, ვარცხნილობას
მიფუჭებს".

5."ყოველთვის, როდესაც დილით მასაჟისტთან მივდივარ, (მასაჟისტი ”გუგლის”ოფისშია) მთელი დღე სახე დაწითლებული მაქვს ბალიშისგან".

6."8-დან 5 უფასო მაისური, რომელიც წელს მაჩუქეს, შავია. მე ცისფერი მიყვარს. ძალიან მაღიზიანებს ეს ფაქტი"

7."დივანი ჩემს კაბინეტში არაა საკმარისად დიდი, რომ
თავისუფლად დავწვე".

8."სადილზე მთელი პიცა შეჭამეს და მე სტეიკის ჭამა მომიწია. რა საშინელებაა".

9."კომპანია ყოველთვის უახლესი მოდელის ტელეფონებს გვაძლევს და მე ყოველ ჯერზე მათი შესწავლა მიწევს"

10."ჩემი კაბინეტი ერთნაირადაა დაშორებული ორი სხვადასხვა სამზარეულოდან და ამიტომ ყოველ ჯერზე მიწევს იმის გადაწყვეტა, თუ რომელში მივირთვა"

imageimageimage







































0
804
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Diva
Diva
804
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0