ფეხბურთი ცნობილ ფეხბურთელთა ყველაზე ლამაზი ცოლები და მეგობარი გოგონები 2014, 28 ივნისი, 19:02 მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. კომპანია Repucom შეადგინა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელების რეიტინგი. სიას სათავეში კრიაშტიანუ რონალდო ჩაუდგა, მეორე ადგილზე მესი გავიდა. წარმოგიდგენთ ამ რეიტინგში მოხვედრილ ფეხბურთელთა ცოლებსა და მეგობარ გოგონებს. თქვენ გადაწყვიტეთ ვის უფრო ლამაზი მეორე ნახევარი ჰყავს.
1)მადრიდის რეალისა და პორტუგალიის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში, მისი რჩეული კი რუსი მოდელი ირინა შეიკია. ![]() ![]() ირინა და კრიშტიანუ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ ამ ეტაპზე და მხოლოდ იშვითად ახარებენ თაყვანისმცემლებს საერთო ფოტოებითა და ერთობლივი დასვენებით. თუმცა ჟურნალისტები არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ისინი ქორწილისათვის ემზადებიან. ![]() 2)ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფორვარდის ლიონელ მესის რჩეული ანტონელა რაკუზო გახდა. ანტონელა და ლიონელი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ![]() ![]() 3)ბარსელონას მცველის ჟერარ პიკეს მეგობარი გოგონა მომღერალი შაკირაა, რომელიც მან 2010 წელს გაიცნო. ![]() ![]() ![]() მათი სიყვარულის დასტურად შვილის დაბადება იქცა. შაკირა ამბობს რომ პიკე ძალიან დიდი მესაკუთრეა და არ აძლევს მას საშუალებას კლიპები მამაკაცებთან ერთად გადაიღოს. ![]() 4)მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თავისი ცოლი კოლინ მაკლაფინი ჯერ კიდევ სკოლის ბოლო კლასში სწავლისას გაიცნო. ![]() ისინი 6 წელი ხვდებობდნენ ერთმანეთს, 20008 წელს კი იქორწინეს. მათ 2 შვილი ჰყავთ. ![]() 5)ანდრეს ინიესტამ თავისი მომავალი მეუღლე ანა ორტისი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ![]() გოგონამ ის თავისი უბრალო ხასიათით მოხიბლა. ინიეტა რამოდენი თვის განმავლობაში ელოდებოდა საბაბს, რომ ანა ენახა. ![]() თავის ურთიერთობას ისინი აფიშირებას არ უკეთებდნენ და ცდილობდნენ პაპარაცების ყურადღება არ მიექციათ. ![]() 6)ახლახან ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს ახალი მეგობარი გოგონა გაუჩნდა. მისი რჩეული ბრაზილიელი მოდელი გაბრიელა ლენზი გახდა. ![]() ![]() გოგონა 20 წლისაა. ![]() 7)საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წყვილი მეკარე იკერ კასილასი და ჟურნალისტი სარა კარბონეროა. ![]() 8)ლივერპულის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა თავისი ცოლი ალექს კურანი 2 პრინციპით აარჩია. ![]() თავბრუდამხვევი გარეგნობა და ქალური ერთგულება. ისინი 2007 წლიდან არიან დაქორწინებულები. ალექს კურანი ყოფილი მოდელია. ![]() 889 9-ს მოსწონს
|