შოუბიზნესი სალომე ტეტიაშვილი: "კმაყოფილი და ამაყი ვარ ჩემი წარმატებით" 2014, 25 ივნისი, 20:22 მომღერალი სალომე ტეტიაშვილი საქართველომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. ინტერნეტსივრცეში მისი ვიდეორგოლები გავრცელდა და პოპულარობაც რამდენიმე დღეში მოიპოვა. სალომე მამამ სულ პატარა მიატოვა და მას მერე დედასთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობს. დედა ქალიშვილის ბედნიერებისთვის არაფერს იშურებდა. გოგონამ სკოლის დამთავრების შემდეგ უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.
სალომესთვის უიღბლობის პერიოდი დაახლოებით მას შემდეგ დასრულდა, რაც პროექტ "x ფაქტორში" ვიხილეთ. გოგონამ წარმატებით გადალახა რამდენიმე ეტაპი, ორშაბათს კი პროექტი დატოვა. სალომეს ხალხის რჩეულ მომღერლად მოიხსენიებდნენ, თუმცა პროექტი ზუსტად sms-ების ნაკლებობის გამო დატოვა.
მომღერალმა მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მიღწეულით კმაყოფილია. სალომეს ვოკალის პედაგოგთან არასდროს უვლია, არც სცენაზე მდგარა, ამიტომ პროექტმა დიდი გამოცდილება შესძინა. "უღრმესი მადლობა ყველას, ყველაფრისთვის! მიყვარხართ და თქვენი ვარ, იქედან გამომდინარე, რომ მე არანაირი განათლება და გამოდილება არ მქონია, ვფიქრობ, რომ იმაზე მეტი გავაკეთე პროექტში, რაც შესაძლებელი იყო ჩემნაირი ადამიანისთვის. კმაყოფილი და ამაყი ვარ ჩემი წარმატებით. მადლობა ამხელა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. პატივისცემით თქვენი სალომე ტეტიაშვილი"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ვუსურვოთ სალომეს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...
221 2-ს მოსწონს 1-ს არა
|