შოუბიზნესი რისი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ნინი ბადურაშვილმა და რას გეგმავს სამომავლოდ? 2014, 26 ივნისი, 20:35 ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, თუმცა ნინის პირადი ცხოვრება საზოგადოებას დღემდე ძალიან აინტერესებს. მომღერლის ყოველი მცირედი აქტიურობაც კი სოციალურ ქსელში ყვითელი პრესის ფურცლებზე ხვდება.
ორსულობის შემდეგ ნინიმ ძალიან მალე მოახერხა ფორმაში ჩადგომა. მომღერალი ვარჯიშობდა და მსუბუქად იკვებებოდა. ის ყოველთვის ახრერხებს ფორმაში ყოფნას.
"ყველა ქალს შეუძლია თავს მიხედოს, თუნდაც სახლის პირობებში. არ მჯერა მიზეზების, რომ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩებაო. ქალმა ჯერ საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი, შემდეგ – მეუღლეს და გარშემომყოფებს"-ამტკიცებს ნინი.
მომღერალს საკუთარ გარეგნობაში მკვეთრი ცვლილებები არ შეუტანია. თუმცა დაახლოებით 3 წლის წინ ტუჩები დაიბერა. სამომავლოდ ბოტოქსის გაკეთებაც აქვს გადაწყვეტილი. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ მეზოთერაპიით კმაყოფილდება. პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თვლის, რომ ადამიანს ოპერაციის კვალი არ უნდა ერტყობოდეს. "ტუჩები 3 წლის წინ გავიდიდე, ისიც მცირე დოზით. ამჟამად არაფერი მაქვს გაკეთებული, ჩემი ბუნებრივი ტუჩებია. ალბათ ასაკში ბოტოქსს გავიკეთებ. პლასტიკური ქირურგიის ზომიერად გამოყენების მომხრე ვარ. მხოლოდ მეზოთერაპიას ვიყენებ"-გვაიმბობს ნინი. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 907 2-ს მოსწონს
|