სხვა ჯადოქრობისათვის სიკვდილით დასჯილი უკანასკნელი ქალბატონი 2014, 24 ივნისი, 21:14
47 წლის შვეიცარელ ქალბატონს ანა გიოლდს ქალაქ გლარუსიდან, რომელიც მოსამსახურედ მუშაობდა ადგილობრივი ექიმის იაკობ ჩუდის სახლში, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ იგი ისტორიაში მეტად სამწუხარო რეალობით შევიდოდა. იგი ევროპის ისტორიაში უკანასკნელი ქალბატონი იყო, რომელიც ჯადოქრობის მიზეზით სიკვდილით დასაჯეს 1782 წელს.
დავუბრუნდეთ ანა გიოლდის. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ იაკობ ჩუდის რვა წლის ქალიშვილი ცუდად გახდა, კერძოდ გოგონას კრუნჩხვები დაეწყო. ოჯახის უფროსმა თითქოს შეამჩნია, რომ მოსამსახურე ნემსებს უყრიდა საჭმელში მის ქალიშვილს, რის გამოც სამსახურიდან გააგდო იგი. მიუხედავად იმისა, რომ იაკობის ქალიშვილი გამოჯანმრთელდა, საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა. აღმასრულებელ ორგანოში მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ პატარა გოგონა აუტანელი ბავშვი იყო და იგი ხშირად დასცინოდა მოსამსახურეს, მათი აზრით სწორედ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.
გარკვეული პერიოდი ანა გიოლდი იმალებოდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი შეპყრობისათვის ჯილდო დააწესა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და მალე ქალბატონი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს. გიოლდი აწამეს მანამდე, სანამ არ აღიარა, რომ მართლა ცდილობდა გოგონას მოწამვლით მოკვლას, ამავდროულად აღიარა, რომ ეშმაკთან იყო შეკრული, რომელიც დიდი შავი ძაღლის ფორმით ევლინებოდა მას. ამის შემდეგ იგი დამნაშავედ სცნეს და სასიკვდილო სასჯელი, თავის მოკვეთა გამოუტანეს (ცეცხლე დაწვა იმ დროს უკვე გასული იყო მოდიდან).
უნდა ითქვას, რომ სასამართლო ყველაფრის მიუხედავად აცნობიერებდა თუ რა რეაქციას გამოიწვევდა მათი გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომაც ოფიციალურად ანა გიოლდი ბრალდებულ იქნა მხოლოდ მოწამვლით მკვლელობის განზრახ ჩადენის მცდელობაში და არა ჯადოქრობაში. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი შვეიცარიული კანონები სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდნენ მოწამვლისათვის, თუ აღნიშნული ფაქტი მსხვერპლის სიკვდილით არ დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა ანა გიოლდი სიკვდილით დასაჯეს, ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ ყოველივემ დიდი ხმაური გამოიწვია მთელს ევროპაში, საკმაოდ დიდი უსიამოვნებები შეხვდათ გლარუსის ხელისუფალთ. თუმცა რეაქცია დაგვიანებული იყო, მოკლულ ქალბატონს ამით აღარაფერი აღარ ეშველებოდა.სულ ეს იყო ;) 505 2-ს მოსწონს
|