საზოგადოებრივი ხშირი ნოსტალგია ოპტიმიზმის მომატებას უწყობს ხელს 2014, 24 ივნისი, 9:38 ნოსტალგია ავადმყოფობაა არაა, იგი ფსიქიური ჯანმრთელობის წყაროა. წარსული -ეს სხვა სამყაროა, სამყარო, საიდანაც სამუდამოდ გამოდევნილები ვართ...თუმცა ხშირად გვიჩნდება იქ დაბრუნების სურვილი.ამ ლტოლვას დავარქვით ნოსტალგია. სათუთად შენახული ძველი ფოტოები თუ ნივთები, პირველი კოცნა და ა.შ ჩვენში აღვიძებს დროის და ადგილის განსაკუთრებულ ტკბილ და სევდით აღსავსე მოგონებას. ტერმინი "ნოსტალგია" შემოღებული იქნა XVII საუკუნეში შვეიცარიელი ექიმების მიერ, იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებსაც მშობლიური კერა ენატრებოდათ. დღეს უკვე ყველას კარგად ვიცით, რომ ნოსტალგია ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ საკუთარი სახლის მონატრება. თუმცა თუ ძალიან ღრმად შეტოპავთ იგი გადაიზრდება ცრემლნარევ სენტიმენტალიზმში და გამოიწვევს საკუთარი სისუსტის გამოვლინებას. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ნოსტალგია ასრულებს ზოგიერთ დადებით ფუნქციებსაც. მეცნიერული კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომელსაც ფსიქოლოგი კონსტანტინე ზედიკისესი ხელმძღვანელობდა, რომ ნოსტალგია თამაშობს ერთგვარ რესურსს, რომელიც გვეხმარება კონტაქტი დავამყაროთ სხვა ადამიანებთან, აგრეთვე უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად ვიცნობთ. კონსტანტინე ზედიკისესი შთაგონებული იყო ე.წ."საშინელების მართვის თეორიით"(Terror Management Theory, TMT), ათასჯერ უფრო საინტერესო, ვიდრე უმეტესობა ფსიქოლოგიური თეორიები.(ამ თეორიის თანახმად ადამიანის ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნა გახლავთ გადაჭრას საკუთარი სიკვდილის პრობლემა, რომელიც გარდაუვალია) ТМТ-ს შემდგომმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებსაც ხშირად ეძალებათ ნოსტალგია, გარდაუვალ სიკვდილზე უფრო ნაკლებად ფიქრობენ, აგრეთვე სიმარტოვისკენ უფრო ნაკლები მიდრეკილება აქვთ. ნოსტალგია მეცნიერების დასკვნით ნაკლებად ავლენს ადამიანის შიდა სისუსტეებს და თამაშობს " აზროვნების მოძიების წყაროს" როლს, რაც ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ჯანმრთელობას განაპირობებს. ნოსტალგია არის საცავი, რომელიც ინახავს წარსულის დადებით ემოციებს და გვეხმარება ყოვედღიურად გრძნობების გაძლიერებაში.-ასეთია მეცნიერების დასკვნა. 28 5-ს მოსწონს
|