სხვა ლომის ვეფხვის და დათვის არაჩვეულებრივი მეგობრობა 2014, 23 ივნისი, 20:11 ბალუ, ლეო და შარხანი აღმოაჩინეს 2001 წელს ქალაქ ატლანტრის(შტატი ჯორჯია, ა.შ.შ) ერთ-ერთ სარდაფში, როდესაც პოლიციამ შტურმით აიღო ნარკომოვაჭრეთა ბუდე.
იმ პერიოდში ბოკვრებს და დათვის ბელს მოუშუშეს ჭრილობები და შემდეგ ერთმანეთს დააშორეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა რომ ცხოველებმა მოიწყინეს და პრაქტიკულად არაფერს არ ჭამდნენ. ამის შემდგომ გადაწყვიტეს მტაცებლები ერთ საერთო ვოლიერში მოეთავსებინათ. დათვი ბალუ მათი ლიდერია და იწონის 365 კილოგრამს. შერხანი(ციმბირული ვეფხვი) 136 კილოგრამია. ლეო-აფრიკული ლომი 200 კილოგრამს იწონის. სამივე მტაცებელი დედალია და აგერ უკვე 13 წელია ერთად ცხოვრობენ. აი ასე გამოიყურებოდნენ ისინი 2001 წელს. ტრიომ 21 ივნისს 13 წლის იუბილე აღნიშნა. ისინი აგერ უკვე 13 წელია ერთად ცხოვრობენ "ნოვე კოვჩაკის" ცხოველთან თავშესაფარში. 4 წლის წინ თავშესაფრის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მტაცებლებთან მნახველები დაეშვა. ბალუ, შერხანი და ლეო 1, 1 ჰექტარ მიწაზე ცხოვრობენ მეგობრულად, მათ სპეციალური "სოფლის სახლიც" აუგეს დასვენებისთვის. 232 9-ს მოსწონს
|