რუსეთმა აქტიურად დაიწყო საბრძოლო რობოტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება საბრძოლო სწავლებებში.
2014, 21 ივნისი, 12:56
რუსეთმა საბრძოლო სწავლებებში საბრძოლო რობოტების გამოყენება დაიწყო.
რუსეთში, კერძოდ კი კალინინგრადის ოლქში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა საბრძოლო რობოტები.
საბრძოლო რობოტი «Платформа-М» და უპილოტო საფრენი აპარატი «Груша» იქნა გამოყენებული საბრძოლო სწავლებაში, იტყობინება რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
უპილოტო საფრენი საშუალება «Груша» (აპარატი თავდაპირველად შემუშავებული იყო „გრუს“ სპეცდნაყოფებისათვის და სადესანტო ჯარებისათვის) გამოიყენება სამიზნეების განადგურებისათვის საარტილერიო და სატანკო დანაყოფებისათვის ცეცხლის კორექტირების მიზნით, ამასთან ერთად უპილოტო საფრენი საშუალების დანიშნულებაა სწრაფად „მოიძიოს“ სამიზნეები და ამავდროულად გადასცეს ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე.
«Платформа-М» -ეს გახლავთ დისტანციურად მართვადი, რობოტიზირებული კომპლექსი მუხლუხებიან შასსზე, რომელიც შეიარაღებულია 4 ყუმბარმტყორცნით და კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევით.