x
ქერა თუ ბრიუნეტი

ქერა ქალი მსოფლიოში ცოტაა, ქერები მალე იშვიათობად იქცევიან,
ქერები ჩერჩეტები არიან, ქერასთან არ მოიწყენ, ქერა ხშირად ცისფერთვალებაა ...ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელთა გამოც თურმე მამაკაცებს ქერა ქალები მოსწონთ.ინფორმაციას ამის შესახებ neva24 აქვეყნებს.

image

მართალია, სკანდინა

ვის მხარე და ბალტიის ქვეყნები სავსეა ქერა გოგონებით, მაგრამ დანარჩენ მსოფლოში ისინი მაინც იშვიათობას წარმოადგენენ. ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კაცების უმრავლესობა მათ მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ქერა ქალი მათი საოცნებო არჩევანია.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქერა ქალების პროცენტული რაოდენობა შავთმიანებზე ნაკლებია და მომავალში კიდევ უფრო დაიკლებს. მიზეზი მესამე მსოფლიოში შობადობის მატებაა, რაც მხოლოდ შავგვრემნებს ამრავლებს.



image

რაც შეეხება იმას, რომ ქერა ქალები ჩერჩეტები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ბევრმა ქალმა კარგად გაითავისა ეს სტერეოტიპი - მეცნიერებათა დოქტორიც რომ იყოს, ქერა ქალი თავის ინტელექტუალურ ღირსებებს ერთი სულელური გადაკისკიებით გადაფარავს. ეს ნაკლი არ არის, ქერებს ქარაფშუტობა არათუ ეპატიებათ, მოეთხოვებათ კიდეც. ასე რომ, როცა მამაკაცს უნდა თავი ეინშტეინად იგრძნოს, ქერა ქალი საუკეთესო არჩევანია. თუ ქერა თმას ბონუსად ცისფერი თვალებიც მოჰყვება,
ცხოვრებას ლურჯი თვალების ჟუჟუნითაც გაილამაზებთ.



image

ქერა ქალები იმ მამაკაცებს ნამდვილად გამოადგებათ, რომელთაც სურთ, მათ უნიჭო ხუმრობებზე ვინმემ გულიანად გაიცინოს, ეს სერიოზული უპირატესობაა - ქერასთან ნამდვილად არ მოიწყენ.


ამერიკელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ შავთმიანმა ქალებმა, რომლებმაც თავიანთი იმიჯი ქერათი შეცვალეს, გარკვეული დროის შემდეგ ქერების მანერები შეიძინეს და სისულელეების ჩადენასაც უმატეს.





image



პ.ს. მე მაინც შავთმიანები მომწონს ^^

















2
212
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სეკრეტ
სეკრეტ
212
  
2012, 17 მაისი, 14:10
პ.ს. მე მაინც შავთმიანები მომწონს ^^
ვერ ხედავ? :D
2012, 13 მაისი, 20:39
კობა ადრე მქონდა წაკიტხული ეგ სტატია :D სიტყვატა წყობა მაინც სჰეგცვალა :D
0 1 2