x
ASTRA 5B აღმოსავლეთის 31,5 გრადუსზე იწყებს მაუწყებლობას

თბილისი/ლუქსემბურგი, 2014 წლის 17 ივნისი - თანამგზავრულმა
კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) კოსმოსში ახლადგაშვებული
თანამგზავრი ASTRA 5B
საორბიტო პოზიციით 31.5 გრადუსზე აღმოსავლეთით განათავსა. მისი სიგნალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აგრეთვე სამხრეთ კავკასიას დაფარავს. თანამგზავრი DTH (Direct-to-Home) და Direct-to-Cable მომსახურებას უზრუნველყოფს და მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობას კონკრეტულ ბაზრებს აწვდის.
პრეს-კონფერენია

თანამგზავრი ASTRA 5B წარმატებულად გაეშვა კოსმოსში რაკეტამზიდ Ariane 5-ის ბორტზე ევროპული კოსმოდრომიდან (კურუ, საფრანგეთის გვიანა) ადგილობრივი დროით 22 მარტის 23:04 საათზე (23:04 CET; 18.04 EDT), საქართველოს დროით კი 23 მარტის 02:04 საათზე. კოსმოსურმა ხომალდმა მას შემდეგ წარმატებულად შეასრულა რამდენიმე საორბიტო მანევრი.

ASTRA 5B Airbus Defence და Space Systems–ის მიერ არის კონსტრუირებული ფრანგულ ტულუზაში, მაღალი დონის Eurostar E3000 პლატფორმაზე. ASTRA 5B–მა ASTRA 1G შეცვალა საორბიტო პოზიციაზე 31.5 გრადუსი. კოსმოსური აპარატი ასევე აღჭურვილია სასარგებლო დატვირთვის L-დიაპაზონით ევროპული გეოსტაციონალური სანავიგაციო დაფარვის სერვისისთვის (EGNOS). EGNOS-ი, რომელიც შემუშავებული იყო ევროკომისიითვის, მნიშვნელოვნად დაეხმარება ევროპის სანავიგაციო სიგნალების შემოწმებასა და გაუმჯობესებაში და მიაწვდის ინფორმაციას მდებარეობის სიზუსტისა და სანდოობის შესახებ.

მარტინ ჰალიველი, SES–ის ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი: "ახალი სტრატეგიის მიხედვით, ASTRA 5B გაცილებით გააუმჯობესებს SES–ის თანამგზავრების მუშობას დსთ–ს ქვეყნებში, რუსეთში და ცენტრალურ ევროპაში. მისივე თქმით, ASTRA 5B–ის საოპერაციო სისტემის ჩათვლით, დღეისთვის ევროპის ყველაზე დიდ სატელიტურ კომპანია SES–ს 1536 აქტიური თანამგზავრული გადამცემი (ტრანსპონდერი)
გააჩნია, 55 აქტიური კოსმოსური ხომალდი 37 საორბიტო სადგურზე."

ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების დირექტორი
სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში: "მოხარულები ვართ,
რომ დღეს აღვნიშნავთ კიდევ ერთი თანამგზავრის, ASTRA 5B-ს წარმატებით გაშვებასა და მის სწორ ორბიტულ
მდებარეობაზე განთავსებას. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია რეგიონის ქვეყნებისთვის,
განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგანაც ეს ქვეყანა მომავალი წლის ზაფხულიდან
გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, მაუწყებლობა კი სწორედ თანამგზავრების მეშვეობით
განხორციელდება.


ჩვენი ახალი თანამგზვრი ASTRA
5B მდებარეობს საორბიტო პოზიციით 31.5 გრადუსზე აღმოსავლეთით, ეს კი სწორედ ის პოზიციაა, რაც საქართველოს
ესაჭიროება უმაღლესი ხარისხის ციფრული სიგნალის მისაღებად. ჩვენ წარმატებულად
ვთანამშრომლობთ მაგთისატთან. წარმატებული თანამშრომლობა კი გამოიხატება იმაში, რომ
მას 110 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით (რეგიონული სირთულის
მიუხედავად). ASTRA 5B მთლიანად ფარავს იყო მაგთისატის მომხმარებელი ეს უკვე ნიშნავს იმას,
რომ იღებდე ციფრულ სიგნალს მთელი ქვეყნის მასშტაბით."


0
32
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:SES Astra
SES Astra
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0