ასტროლოგია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საიდუმლო ამოხსნილია 2014, 19 ივნისი, 15:39 ცაზე მუდმივად გამოჩენილი მანათობელი მფრინავი ობიექტების ამოცნობაში მეცნიერებს დაეხმარა ე.წ. "ჰესდალენის მანათობელები", რომელებიც აგერ უკვე 200 წელია ჩნდებიან ნორვეგიაში
30 წლის წინათ მეცნიერების მეთვალყურეობის ქვეშ ჰესდალენი პატარა დასახლებაა, აქვეა ამავე დასახელების ველი(Hessdalen valley), მის შესახებ არა მარტო უფოლოგება იციან, არამედ ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ტურისტებიც მთელი მსოფლიოდან, რომ უყურონ ამოს შოუს.ე.წ. ჰესდალენის მანათობლებს((Hessdalen Lights). 1984 წელს ჰესდალენში პირველი 40 კაციანი ექსპედიცია დამკვიდრდა ოსდფოლდის უნივერსიტეტიდან((Ostfold University), მუშაობდნენ ერთი თვე დააფიქსირეს 53 ობიექტი, თუმცა მათი ამოცნობა ვერ შეძლეს, მიახლოებით მისცეს კლასიფიკაცია. 1998 წლიდან აქ უკვე მუდმივად დამკვიდრდა სამეცნიერო-კვლევითი სადგური, რომელიც სრულიად არის აღჭურვილი რადარებით, სპექტროსკოპებით, სეისმოგრაფებით, მაგნიტოსკოპებით, დოზიმეტრებით, ინფრაწითელი და ჩვეულებრივი კამერებით. მეცნიერები რეგულარულად ცვლიდნენ ერთმანეთს პროექტ “Project Hessdalen”-ის ფარგლებში, რომ ბოლოს და ბოლოს ამოეხსნათ ჰესდალენის საიდუმლო. ცის მანათობლები კლავენ მიკრობებს და რეაგირებენ სიგნალზე ველზე სხვადახვა ტიპის მანათობელი ობიექტები დაფრინავენ, კვირაში დაახლოებით 15-20 ცალი.ზოგი მრგვალია, ზოგს პირამიდის, ცილინდრის ან დისკის ფორმა აქვს.ზოგჯერ ჯაჭვივით გადაებმევიან ერთმანეთს და როგორც "ესკადრილია" ისე დაფრინავენ. ამოს ფერებიც სხვადასხვაა: ცისფერი, ყვითელი, თეთრი წითელი.ზოგჯერ ნათება ისეთი მძლავრია, რომ ადამიანი შეიძლება დააბრმავოს. ზოგიერთი ამო ზომით რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. ობიექტები გადაადგილდებიან უხმაუროდ, ცეცხლოვანი ბურთებისგან განსხვავებით კვალს არ ტოვებენ, თუმცა მიწაზე დაცემის შემდეგ ახდნენ მიწის სტერილიზაციას, ანადგურებენ ბაქტერიებს.ანალოგიურად მოქმედებენ სხივებიც, რომლებიც ამოდან გამოიტყორცნებიან. სიჩქარეც სხვადახვაგვარია, ზოგის სისწრაფე 30 000 კილომეტრს აღწევს საათში, ხოლო ზოგიერთი ძალიან ნელა მოძრაობს ან ცაზეა დაკიდული. მანთობლების გამოჩენის წინ ხელსაწყოები აფიქსირებენ მაღალ მაგნიტურ ველს. რამდენჯერმე მეცნიერებმა ამოს მიმართულებით ლაზერული სხივი გაუშვეს, მაგ დროს მანათობელი ობიექტი შუაზე იყოფოდა, ხოლო როდესაც ლაზერს გამორთავდნენ ისევ მთლიანდებოდა. ხანდახან ცაზე გამოჩნდება ხოლმე ყვითელი ნათება, ის ქმნის წრეს, თითქოს გიგანტური პროჟექტორი ანათებდეს. ანოდი, კატოდი და ჟანგბადი-მდინარის ორი ნაპირი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰესდალენის მანათობლები არის ერთგვარი პლაზმური ბლანტი სხეული, მაგრამ იგი რომ წარმოიქმნას ამისთვის საჭიროა მძლავრი ელექტრომაგნიტური ველი. ლეგენდარულმა ნიკოლ ტესლამ ერთხელ შესძლო პლაზმური ბირთვის მიღება მძლავრი ტრანსფორმატორის და მაღალი ძაბვის წყალობით. მაგრამ რა ელექტრობაა ამისთანა ჰესდელენის ველზე? თვითონ ველი ელექტრობაა და გენერირებს, ასეთ დასკვნამდე მივიდა იტალიელი მკვლევარი ჟადერ მორანი(Jader Monari), რომელსაც ჰესდელენის საიდუმლო არ აძლევდა მოსვენებას ჯერ კიდევ 1996 წლიდან.მისი აზრით ჰესდელენის ველი გიგანტური ელექტრული ბატარეაა, თუ გნებავთ აკუმლიატორი. ანოდი(დადებითი მუხტი) ველის მარცხენა სანაპიროა, სადაც ჩამოედინება მდინარე ჰესია(River Hesja).იგი მდიდარია რკინით და თუთიათი. კატოდის როლს ასრულებს მარჯვენა სანაპირო, რომელიც მდიდარია სპილენძით, ხოლო თვითონ მდინარე ელექტროდია, მასში ჟანგბადი ძალზე მცირე რაოდენობით არის გოგირდოვანი ნაერთების გამო, რომელიც ადგილობრივი მაღაროდან ხვდება.ოდესღაც აქ სულფატს მოიპოვებდნენ. ბოლონიის უნივერსიტეტის(University of Bologna) მეცნიერებმა შექმნეს ჰესდალენის ველის მინი მაკეტი, გამოიყენეს რა მდინარე ჰესიას წიაღისეული..ამ მინი აკუმლიატორმა ნათურა თავისუფლად აანთო. მეცნიერების დასკვნა რა თქმა უნდა უფოლოგებს არ აკმაყოფილებს, მათი თქმით ამოს ფენომენი უფრო მრავალფეროვანია, რომ გვჯეროდეს მარტო ამ ელექტრული ფოკუსების..თუნდაც ბუნებრივი. რას შეეხება ბრიტანელ სამხედროებს, ისინი სრულიად ეთანხმებიან ჰედსალენის ველზე ჩატარებულ კვლევას, მათი განცხადებით, ისინი დიდი ხანია იკვლევენ ამოს ფენომენს და დასკვნა ანალოგიური დადეს:ეს გახლავთ ბლანტი პლაზმური მანათობელი ობიექტები.ე.წ. პლაზმოიდები. 2006 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გასაიდუმლოებული დოკუმენტი სათაურით "ამოუცნობი მოვლენები ცაზე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედების ზონაში", მასში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები წამყვანი სამხედრო სამეცნიერო ლაბორატორიიდან. დოკუმენტს "გრიფით საიდუმლო" მოეხსნა "თავისუფალი ინფორმაციის აქტის თანახმად", ამ მხრივ განსაკუთრებით უფოლოგები აქტიურობდნენ, მათი მტკიცებით არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს და მთავრობა მალავდა...თუმცა გასაჯაროებულ დასკვნაში სულ სხვა რამ ეწერა:ამოუცნობი მფრინავი ობიექტები პლაზმოიდებია. "პლაზმოიდები სივრცეში ქმნიან ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ელექტროხელსაწყოები აღარ მუშაობენ...ამიტომაა მოწმეები ამოს გამოჩენის დროს ყვებიან ავტომობილის ძრავის გამორთვაზე ან სითბურ დამწვრობაზე"-ნათქვამია დასკვნაში. თუმცა ბევრი მაინც დასვამს კითხვას, იქნებ უცხოპლანეტელები მართლა არსებობენ? 405 5-ს მოსწონს
|