სხვა სასიკვდილო ნომერი- მოდელმა ვეფხვისებურ ზვიგენებთან სრულიად შეუიარაღებელმა იცეკვა 2014, 17 ივნისი, 19:11 ადამიანის ფანტაზიასა და ამბიციებს საზღვრები რომ არ აქვს- ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით, თუმცა მათი სურვილები დღითიდღე უფრო გვაოცებს. ყველაზე საკვირველი კი არის ის, რომ ამბიციის გამო საკუთარ სიცოცხლეს სრული საფრთხის წინაშე აყენებენ და ამბობენ, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, უფრო დიდი ხელოვნება კი რისკთან პირდაპირ კავშირშია. ამ ყოველივეს შემდეგ კი მინდა გამცნოთ 38 წლის მოდელის- "ქალთევზა მოდელად" ცნობილი Hannah Fraser-ის სასიკვდილო ნომერი, რომლის თანახმად იგი საცურაო აღჭურვილობის გარეშე შევიდა წყლის გარკვეულ სიღრმეში და შეასრულა ცეკვა ვეფხვისებურ ზვიგენებთან. ნომერი უჩვეულო სანახაობას წარმოადგენდა, გოგონას კი გრიმით შენიღბულს მუდმივი გადაადგილება უწევდა, რათა არ გამხდარიყო ბოროტი თევზების სადილი. ჰანას აქამდეც მიუღია მონაწილეობა ზღვის მობინადრეებთან ერთად ფოტოსესიაში, თუმცა ეხლანდელმა კი ყველა ყოფილი დაჩრდილა. ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა.
გთავაზობთ ფოტოებს სასიკვდილო ნომრიდან: Hannah Fraser-ი მაკიაჟისა და გრიმის გარეშე: ესეც Hannah Fraser-ის ფოტოები ძველი ფოტოსესიებიდან: 208 15-ს მოსწონს
|