სხვა როგორი შეიძლება იყოს წარმატებული ქალი-ლივ ბორი 2014, 17 ივნისი, 11:59 ![]() არ იფიქროთ, რომ სურათზე წარმოდგენილი ქალი რომელიმე სააგენტოს მოდელია...თუმცა მოდელობაზეც აქვს პრეტენზია. ლივ ბორი, (Liv Boeree) ეს ქალი გახლავთ ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოკერის მოთამაშე, თავის კარიერის მანძილზე ცოცხალ ტურნირებზე მან 2 500 000$ მოიგო. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მან 2011 წელს დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტი და პროფესიით ასტროფიზიკოსი გახდა. პირველი მსხვილი გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა ქალთა ევროპულ ტურნირზე ბრიტანეთში, მაშინ მან 42 000$ მოიგო განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამოსვლა 2010 წელს სან-რემოში European Poker Tour-ზე, სადაც 1240 მონაწილე გამოდიოდა, ლივი ერთპიროვნულად დაწინაურდა და მოიგო ზღაპრული თანხა: $ 1 698 300. ![]() ამის გარდა ლივი სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობს (Travel Channel show "I Bet My Life"), Discovery -"Mind Control Freaks" და სხვა. 2007 წელს ლივ ბორმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ITV - "Golden Balls", სადაც მან £6, 500.50. მოიგო. ამის გარდა იგი სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული და პოზირებს სხვადასხვა ჟურნალებისთვის.ლივ ბორი ამჟამად 30 წლისაა. ![]() 57 5-ს მოსწონს
|