x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
სისასტიკე და რელიგია ანუ "ღმერთის" სახელით ჩადენილი დანაშაულები
ღორი იყო მიზეზი დაპირისპირებისა, რომელიც მორადაბადში მოხდა 1980 წელს ნიუ-დელის მახლობლად, ცხოველები შემთხვევით მოხვდნენ მუსულმანებისთვის წმინდა მიწაზე, ეს დიდ შეურაცხყოფად ჩათვალეს ადგილობრივმა ისლამის მიმდევრებმა და ამის გამო ინდუსებს შეუტიეს, არც ინდუსები დარჩნენ ვალში.საბოლოოდ "ღორის ბუნტს" 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ღორის ეპიზოდი კიდევ ერთხელ გვახსენებს რელიგიურ ფანატიზმს და ღმერთის სახელით ჩადენილ ადამიანების უგნურ სისასტიკეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და გრძელდება, მოდით გადავხედოთ ბოლო 1000 წლის მოვლენების ქრონოლოგიას.

image

































***პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1095 წელს დაიწყო გერმანიაში საბრძოლო დევიზით "Deus Vult"(ღმერთს სურს ეს), მიზანი იყო გაეწმინდათ წმინდა ადგილი ურჯულოებისგან, ანუ ებრაელებისგან...ჯერ გერმანიიდან დაიწყეს, რეინის ველზე ათასობით ებრაელი გამოიყვანეს სახლიდან და ცოცხლად დაწვეს, გზად 2000 მილის მანძილზე კლავდნენ ყველა "ურწმუნოს", იერუსალიმში ჩასულებმა ფაქტიურად ქალაქის მთელი მოსახლეობა გაწყვიტეს.***



***ადამიანების შეწირვა ღმერთისთვის გავრცელებული იყო მაიას ტომებში მე-11 მე-16 საუკუნეებში.რომ "დაეწყნარებინათ" ღმერთი და კმაყოფილი ყოფილიყო ქალწულებს ცოცხლად ყრიდნენ წმინდა ჭაში, აგრეთვე იყო ადამიანის გულის შეწირვის ტრადიცია .ინკებში კი, რომელიც დღევენდელი პერუს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ საკუთარ შვილებს სწირავდნენ ღმერთს.***


***მესამე ჯვაროსნული ლაშქრობაში რიჩარდ ლომგულმა 1191 წელს დაიპყრო აკო, მისი ბრძანებით გაიყვანეს ქალაქგარეთ 3000 ადამიანი და სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ბევრი იყო ქალები და ბავშვები..ეპისკოპოსმა სან ბერნარმა აკურთხა ეს ქმედება და განაცხადა:"ქრისტიანები განდიდებიან წარმართულთა სიკვდილით და ამით თვით ქრისტეც განდიდებული იქნება"("The Christian glories in the death of a pagan, because thereby Christ himself is glorified.)***

image


























***მკვლელობა იყო მთავრი მრწამსი მუსულმან-შიიტების, რომელთა მიზანი იყო რელიგიური ოპონენტების მალულად მოკვლა.მე-11 მე13 საუკუნეებში მათ მოკლეს ირანის, ერაყის და სირიის უამრავი რელიგიური ლიდერი.მათი რელიგიური სექტა მხოლოდ მონღოლების შემოსევის შემდეგ იქნა განადგურებული***



***ევროპაში ჯერ კიდევ 1100 წლიდან და ჩვენთანაც სხვათა შორის დადიოდა ასეთი ჭორი, რომ თოთქოს ებრაელები იტაცებდნენ ბავშვებს, კლავდნენ და შემდეგ სისხლიან რიტუალებს აკეთებდნენ..ამ ზღაპარმა უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა***


***1200-იან წლებში ალბიგენები ერეტიკოსების წინააღმდეგ პაპმა ინოკენტი III -მ სამხრეთ საფრანგეთში ინკვიზიცია მოუწყო.ალყაში მოაქციეს ქალაქი ბაზიე, ჯარისკაცებმა პაპის მრჩეველს ჰკითხეს: "როგორ გამოვარჩიოთ და გავიგოთ რომელია მორწმუნე და რომელი არა?..მრჩევლმა კი უპასუხა:"მოკალით ყველა, მერე თვითონ ღმერთი გამოარჩევს რომელია თავისი"..20 000 ადამიანი მოკლეს, დასაახიჩრეს, ზოგს ცოცხალ სამიზნედ იყენებდნენ.***



***ესპანეთში სადაც ბევრი ებრაელები და მავრები ცხოვრობდნენ, ინკვიზიტორები დევნიდნენ მათ და მათ რწმენაზე გადმოსვლას აიძულებდნენ..მინიმუმ 2000 ადამიანი დაწვეს ცოცხლად, ესპანეთში და მეზობელ ქავეყნებში, მათ შორის იყო მათემათიკოს-ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო, რომელმაც ნიკოლაი კოპერნიკის მოსაზრება გაიზიარა.***image


























***როდესაც შავი ჭირი გავრცელდა ევროპაში 1348-49 წლებში ხალხში გავრცელდა ჭორი, რომ ეს ყველაფერი ებრაელების მოწყობილი იყო, რომ ისინი თითქოს ძალად წამლავდნენ ჭებს.განსაკუთრებით სისასტიკით ებრაელებს გერმანიაში მოქცნენ..მათი მკვლელობის მეთოდი იმდენად შემზარავია, რომ აღწერა არც ღირს.ფრანკფურტის პრინცმა ტურინგიამ (Prince of Thuringia) სახალხოდ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი ღმერთის სახელით გაკეთდა***


*** კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ აღიარეს თავიანთ კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველეს თავს.


ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვ. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება..მთლიანობაში გაწყვეტილი იქნა 10 000 ჰუგენოტი..მათი დევნა გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში***image




















***ინდური სექტა ტუგი(Thuggee) 1500-იანი წლებიდან მოყოლებული მსხვერპად სწირავდა ადამიანებს, რომ დაემშვიდებინათ სისხლის მოყვარული ქალღმერთი კალი(Kali)..საერთო ჯამში მსხვერპლად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იქნა შეწირული, ამბობენ მარტო 1800 წელს 20 000 ადამიანი იქნა შეწირულიო.ბრიტანეთის შესვლამ ინდოეთში ამას წერტილი დაუსვა 1840 წელს, როდესაც ერთ-ერთი ადამიანი გაასამართლეს და დასდეს ბრალი 931 ადამიანის მკვლელობაში..ამჟამად სექტამ ადამიანი თხით შეცვალა***



***ოცდაათ წლიანი ომი ყველაზე დიდი რელიგიური ომია ისტორიაში( 1618–1648) .

სრულაუგსბურგის რელიგიურმა ზავმა ვერ მოუღო ბოლო კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირებას გერმანელი ერის საღვთო ომს რომის იმპერიაში. კათოლიკეების თავგამოდებული მომხრე ავსტრიელი ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლი, ყოველნაირად ავიწროებდა ჩეხ ჰუსიტებს. 1618 წელს ჩეხები იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ასე დაიპყო ოცდაათწლიანი ომი. იმპერატორმა ჩეხები დაამარცხა და მათ სასტიკად გაუსწორდა.


იმპერატორის ხელისუფლებამ დაიწყო უმკაცრესი ღონისძიების გატარება ჩეხეთის გაგერმანელებისა და გაკათოლიკებისთვის. გერმანელ პროტესტანტ მთავრებს შეეშინდათ, რომ იმპერატორი მათ სამფლობელოებშიც შეეცდებოდა კათოლიკობის აღდგენას. გაჩაღდა დაუნდობელი ომი გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორს შორის. იმპერიაში დაწყებული არეულობით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა და ჩაერივნენ გერმანიის შინააშლილობაში. პროტესტანტული შვედეთისდა კათოლიკური საფრანგეთის ჯარებმა ააოხრეს გერმანია. ოცდაათწლიანი ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით ამ ზავით გაჩანაგებული და დარბეული გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა შვედეთისა და საფრანგეთის ხელში, გერმანელი მთავრები კი ავსტრიის იმპერატორისაგან დამოუკიდებელი თვითმპყრობელები გახდნენ. გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია დანაწევრდა 1500-მდე სარაინდო მამულად და დაახლოებით იმდენივე სახელმწიფოდ რამდენი დღეც არის წელიწადში.***



***ისლამურმა ჯიჰადმა (Jihads -Holy Wars), რომელიც ყურანისგან არის სანქცირებული, 12 საუკუნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი შეიწირა, მუსულმანური ჯარები სწრაფად ავრცელბედნენ ისლამს ინდოეთში და მაროკოში, "ურწმუნოებს" სიკვდილით სჯიდნენ...1880 წელს სუდანელი წმინდა მოლა მუჰამედ აჰმედი ხელმძღვანელობდა ჯიჰადს, გაწყვეტილი იქნა 10 000 ეგვიპტელი ჯარისკაცი და გაანადგურეს ჰარტუმეს დამცველები ბრიტანელი ჩარლზ გორდონის მეთაურობით.***



***1857 წელს ინდოეთში ბრიტანელ ჯარისკაცებს მთავრობამ დაურიგა ქაღალდის ვაზნები, რომლებიც შინაური ცხოველის ქონით იყო გაპოხილი...ამ მოვლენამ აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ როგორც მუსულმანებში, რომლებსაც ღორი უწმინდურად მიჩნიათ, ასევე ინდუსებში, ვისთვისაც ძროხა წმინდა ცხოველია.. ორივე რელიგიის წარმომადგენელი გაერთიანდა და დაიწყეს ევროპელების ხოცვა-ჟლეტვა....ამასთანავე ისინი შეპირდნენ ქალებს და ბავშვებს უსაფრთხო კორიდორს..თუმცა მაინც დახოცეს.***



***1983 წელს დაკლიში( Darkley, ) ჩრ.ირლანდიაში კათოლიკე ტერორისტები შეიჭრნენ ავტომატით პროტესტანტულ ეკლესიაში, მოკლეს სამი მომლოცველი, ხოლო დაჭრეს 7.ეს იყო ლატ–ლიკურ-პროტესტანტული ომის გაგრძელება, რომელიც 1969 წლიდა განახლდა.***



***1984 წელს შიიტელმა ფანატებმა გაიტაცეს ქუვეითის ავიხაზების თვითმფრინავი, ხოლო ამერიკელი მგზავრები წამებით მოკლეს.თეირანის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ მათ განაცხადეს:"ჩვენ ამით ღმერთი ვასიამოვნეთ."




P.S.-ეს იყო მხოლოდ ისტორიის მცირედი ნაწილი, თანამედროვე 21- საუკუნეში მომხდარ მოვლენებს აღარ შეგახსენებთ..ერთ- ერთი უპირველესი რა თქმა უნდა 2001 წელს მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტია.











9
456
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
456
  
2014, 17 ივნისი, 10:24
იმ სტატიის კომნეტარებში უმეტესობას ის ვერ გაგეგო რომ სახარება და იბლია ერთი მთლიანია და მეტს არც მე ველოდი
2014, 17 ივნისი, 10:21
არაფერი მოხსნეს....ცრუ იმფორმაცია ვითომ..იმის ტვინიც არ ეყო დამბლოკავს,რომ დაეკოპრებინა ჩაესვა გუგ;ლიში ციტატები და გაუხსნიდა..მთლიანი სახარება დევს საპატრიარქოს საიტზე
2014, 17 ივნისი, 10:18
ვეძებე ვერ ვიპოვე და მივხვდი:)
და მიზეზი რა იყო?
2014, 17 ივნისი, 10:14
არ მინდოდა ამ სტატიის დაწერა..მაგარამ მაიძულეს..გუშინ დამიბლოკეს ის სტატია.....პასუხი უარესია
2014, 17 ივნისი, 10:14
ციტირებას ვახდენ-

რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი?-ამბობს ღმერთი-ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები,,არ მსიამოვნებს თქვენი მოზვრების,მამალი თოხლებისა და ვაცების სისხლი,რომ მოდიხართ ჩემი სახის სახილველად,ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო შესაწირს ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას თქვენი საზეიმო შეკრების დროს,მძულს თქვენიდრესასწაულები,ტვირად მაწევს და დავიღალე მათი ტარებითხელს რომ იშვერტ თვალს გარიდებთ თუმცა ბევრს ლოცულობთ თვალს გარიდებთ,ხელები სისხლითა გავქვთ სავსე----- ესაია თავი 1 მუხლი 11-16


მეტი აღარ დავწერე,უგუნურად ტესეს და უგუნურება მიირეს პასუხად ამ ხალხმა
2014, 17 ივნისი, 10:12
მივხვდი:)
2014, 17 ივნისი, 10:08
ვუძღვნი იმათ ზუსტად
2014, 17 ივნისი, 10:02
მდაააა....ჯვარცმა არ აგცდება, არაჩანდა, გითხარი ეგ მე შენ:)
2014, 17 ივნისი, 9:45
ძალიან საინტერესო იყო
0 1 9