ჩინეთში 2 ათას ოთხასი წლის წინათ დაწურული ღვინო იპოვეს
2014, 17 ივნისი, 0:19
ჩინეთში, ბაიშუნის მაზრაში, ძველი სამარხის გათხრების დროს სამარხის სხვა ჭურჭელთან ერთად იპოვეს, ღვინო, რომელიც 2 400 წლისაა. როგორც ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან, ბრინჯაოს ჭურჭელში დაბეჭდილი ორ ლიტრამდე სითხე წითელი ფერისაა. წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არის ღვინო, რომელიც დაამზადეს ჩჟანგოს პერიოდში, ესე იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 475-სა და 221 წლებს შორის.