23 წლის ჯოი ჩესტნატმა, სულ რაღაც 8 წუთში 103 ჰამბურგერი შეჭამა და გაიმარჯვა ჰამბურგერის ჩქაროსნული შეჭმის მასობრივ კონკურსში, რომელიც ტენესის შტატის ქალაქ ჩატაუნგაში ჩატარდა. მან 2006 წელს იაპონელი ტაკერუ კობაიასიმის რეკორდი 97 ჰამბურგერი გააუმჯობესა და გამარჯვებისთვის 10 000 დოლარიც დაიმსახურა.
შეჯიბრის ორგანიზატორი კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ბრედ ვალი გაკვირვებული იყო მონაწილეთა მიღწევებით: "მას შემდეგ რაც, ჩვენ შეჯიბრებები დავიწყეთ, არ ვფიქრობდით რომ ვინმე თუნდაც 100 ჰამბურგერს მიუახლოვდებოდა".